სამზარეულო/საჭმლის მომზადება

polonuri-salata

მასალა:

  • 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1/2 ცალი კიტრი
  • 1 ცალი პამიდორი
  • 4 სუფრის კოვზი დაკონსერვებული სიმინდი
  • 20 გრამი მწვანე სალათა
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის ზეთი
  • ოხრახუში, კამა და მარილი

ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ, მოვხარშოთ მარილიან წყალში და გავაცივოთ. კიტრი და პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად. სალათის ფოთლები დავკეპოთ. მომზადებული ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ, დავუმატოთ სიმინდის მარცვლები, დავასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით და მივირთვათ გემრიელად.

დატოვე კომენტარი