სამზარეულო/საჭმლის მომზადება

რისი გამოყენება გიცდიათ ბუნებრივ საღებავად? გამოგიყენებიათ ჭარხალი ან ყავის მარცვლები? გთავაზობთ კვერცხის შეღებვის ბუნებრივ მეთოდს ნატურალური საღებავებით. აუცილებლად გაეცანით და მოგვწერეთ, თუ თქვენთვის ცნობილია სააღდგომო კვერცხის შეღებვის სხვა ბუნებრივი მეთოდიც! რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ მეთოდის ძირითადი ინგრედიენტებია: 4 ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი და 1 სუფრის კოვზი მარილი. ასევე დაგჭირდებათ დანა, ქვაბი, კოვზი, საწური და თასი(ნუ გამოიყენებთ ძვირფას ჭურჭელს ლაქების საფრთხის არსებობის გამო). კვერცხების მუყაოს ჩასადები მათ გაშრობაში დაგეხმარებათ. სამუშაო ზედაპირი დაფარეთ გაზეთებით, გამოეწყვეთ ძველ ტანისამოსში და ხელთათმანების გაკეთებაც არაა ცუდი იდეა.

saagdgomo-kvercxebi

1. ლურჯი ფერის კვერცხის მისაღებად დააქუცმაცეთ დიდი წითელი კომბოსტოს ნახევარი და ჩაუმატეთ ძირითადი ინგრედიენტების ნარევს(ძმრის ჩამატება შესაძლებელია ადუღებული ნარევის შეგრილების შემდგომაც). მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, გადაწურეთ ფერადი სითხე ქვაბიდან თასში და გააცივეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ კვერცხს თასში(მინიმუმ 2 საათით), ფერიც მით უფრო მკვეთრი იქნება. კოვზით ამოიღეთ კვერცხი საღებავიდან და გადაიტანეთ მუყაოს ჩასადებში ან დადეთ ტილოზე. აცალეთ კარგად გაშრობა.ლურჯი ფერის მისაღებად არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: კომბოსტოს ნაცვლად 1 ჭიქა მოცვიც გამოიყენება.

lurji-saagdgomo-kvercxi

2. პროცედურები მსგავსია ყვითელი კვერცხის მისაღებადაც, ოღონდ ამჯერად ბუნებრივ საღებავად 5 სუფრის კოვზი დაფქული ინდური სანელებელი კურკუმა უნდა გამოიყენოთ. კარგად შეურიეთ ის ძირითადი ინგრედიენტების ნარევს და ადუღეთ 2-3 წუთით, სანამ სანელებელი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ, გადაასხით თასში, გააცივეთ და იგივე პროცედურებს მიმართეთ კვერცხის შესაღებად.

yviteli-saagdgomo-kvercxi

3. წითელი შეფერილობისთვის თხლად დაჭერით 2 ცალი ჭარხალი და ჩაუმატეთ ძირითადი ინგრედიენტების ნარევს. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ფერადი სითხე ქვაბიდან ჯამში და გააცივეთ. შემდეგ, მიმართეთ იგივე პროცედურებს, რაც მოყვანილია ლურჯი ფერის შემთხვევაში.

4. ყავისფერი შეფერილობის მისაღებად ჩაუმატეთ 4 სუფრის კოვზი დაფქული ყავა ძირითადი ინგრედიენტების ნარევს. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ საღებავი თასში და გააცივეთ.მსგავსი ფერი 6-8 თავი ყავისფერი ხახვის კანის ფურცლებითაც მიიღება.

WY_Yankee3Craft_0167

5. მწვანე შეფერილობის მისაღებად გამოიყენეთ 2 სუფრის კოვზი დაფქული მწვანე ჩაი

6. ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ჭიქა წყალში და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი.

7. იასამნისფერი შეფერილობის მისაღებად წამოადუღეთ 1 ჭიქა წითელი ღვინო ან ყურძნის წვენი და გაციების შემდეგ ძმარი დაუმატეთ.

დატოვე კომენტარი