ალბათ, გაგიგონიათ ბევრი ცნობილი საქმოსნისთვის საყვარელი ფრაზა: "ყველა საქონელს თავისი მუშტარი ჰყავს" და ეს ასეც გახლავთ რეალობაში.
თუმცა ვინ, როდის, რაზე და რა შემთხვევაში "იყიდება", ამას კონკრეტული ადამიანის ფასეულობები, ფსიქოლოგიური შტრიხები და ცხოვრებისეული იდეოლოგია განაპირობებს, რომელსაც, სხვათა შორის, დიდწილად განსაზღვრავს ზოდიაქოს ნიშანიც.
ასე მაგალითად, ვერძის გადმობირება შეიძლება, ლიდერობაში თუ არ შეეცილებით და თავს მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინებთ მას თქვენ გარემოცვაში.
კურო პირდაპირპროპორციულად იყიდება კომფორტზე, ფულსა და კარგ საკვებზე.
ტყუპის "ყიდვა" მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეშვეობით გამოგივათ. ხშირად დააინტრიგეთ იგი.
კირჩხიბს მარტივად "იყიდით", თუკი მისი ოჯახის წევრებში მოიპოვებთ სიმპათიას.
ლომის ყიდვა ცოტა რთული და ძვირი საქმეა, მაგრამ თუ მას ერთპიროვნულ ძალაუფლებას შესთავაზებს ვინმე - ალბათ, დაფიქრდება.
ქალწულის ყიდვა მოწესრიგებულობით, პატიოსნებით და პასუხისმგებლობის გრძნობით შეიძლება. თუ ამ თვისებებს დაანახვებთ, იგი გვერდიდან აღარ მოგიცილებთ.
სრულად იხილეთ: astrologi.ge