ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნასთან ერთად კვლავ დაიბრუნა აქტუალობა ბეწვის ქურქების თემამ.
გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველისთვის ამომწურავად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში ნამდვილი და ხელოვნური ბეწვის ქურქი და როგორ უნდა მოუაროთ ან ერთს, ან მეორეს.
ნამდვილი ბეწვის ქურქები, წაულის, მელიის, წავის იქნება თუ სხვა ცხოველების, ყველაზე მეტად ცივ ქვეყნებშია პოპულარული. პირველ რიგში, რუსეთში, სადაც უკვე საუკუნეებია ქალებისა თუ მამაკაცების საყვარელი ზამთრის სამოსია ბეწვის ქურქი, ქუდი და ა.შ.
ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მთელ მსოფლიოში იმაზე, რომ ნამდვილი ბეწვის ქურქის ტარება დანაშაულია, რადგან ქურქისთვის ბეწვის მოსაპოვებლად ცხოველებს მასიურად ხოცავენ და თანაც, მოკვლისა თუ მათგან ბეწვის მიღების მეთოდებიც ხშირად სასტიკი და დაუჯერებელიც კია.
მაგალითად, ერთი ქურქის მისაღებად საჭიროა 100-500 მელიის მოკვლა, 50 წაულის და ა.შ. ბეწვის მოსაპოვებლად კი ცხოველები სპეციალურ ფერმებში ჰყავთ და სხვადასხვა მეთოდით ხოცავენ.
ჯერ კარგად კვებავენ, რომ მალე გაიზარდონ და ბეწვი შედარებით დიდი ზომის იყოს, მერე კი ინიექციას უკეთებენ – აძინებენ, რომ გული გაუჩერდეთ ან თავში ურტყამენ და არეტიანებენ. გაგრძელება