მამაკაცები ძალიან ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომელი ყვავილი აჩუქონ საყვარელ მანდილოსანს. იდეალური საჩუქარი ხომ უნდა შეესაბამებოდეს ადრესატის ხასიათსა და გემოვნებას და ამავე დროს, საჩუქრის ავტორის გრძნობებიც უნდა გამოხატოს. ყვავილებს ძალიან კარგად შეუძლიათ ადამიანების გრძნობების ზედმიწევნით გადმოცემა.
ვიქტორიანულ ეპოქაში ყვავილების მეშვეობით შეიძლებოდა სიყვარულის ახსნა, თანაგრძნობის გამოხატვა ან თუნდაც ადამიანის მიმართ სიძულვილის გრძნობის აფიშირება.
ყვავილების ეტიკეტი დღევანდელ დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. კონსულტანტი ფლორისტები გვირჩევენ, როგორ შეიძლება გამოვხატოთ ემოციები თაიგულის მეშვეობით.
საამისოდ არსებობს სამი ძირითადი კრიტერიუმი - რაოდენობა, ფერი და სიმბოლიკა.
რაოდენობა:
ფლორისტებში მიღებულია რიცხვთა შემდეგი მაგია
- 3 - პატივისცემა
- 5 - გამოტყდომა
- 7 - სიყვარული
- 9 - თაყვანისცემა
თუ ყვავილების რაოდენობა 12-ზე ნაკლებია, მაშინ უნდა იყოს კენტი, წყვილი ყვავილი სამგლოვიაროდ ითვლება. თუ 12-ზე მეტია, მაშინ სასურველია იყოს 6-ის ჯერადი, მაგალითად, 13 ყვავილის ჩუქება ცუდ ტონად ითვლება.
თუ თქვენ 1 ცალი ყვავილის ჩუქება გადაწყვიტეთ, ეს ყვავილი უნდა იყოს ექსკლუზიური, ის განსაკუთრებული გრძნობის დემონსტრაციას ახდენს - შენ, ჩემო ერთადერთო!
ფერი
საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ყვითელი სულაც არ არის განშორების ფერი, ის მეგობრობის ფერია. ფერთა გამა კი შემდეგს მოგვითხრობს: იხილეთ სრულად...