სიცივის დადგომამდე უამრავი ქალი ფიქრობს განაახლოს გარდერობი დემისეზონური ლაბადით. ხშირად, არჩევანი რთულია, რადგან გვსურს, საშემოდგომო პალტო არამხოლოდ თბილი, არამედ მოდურიც იყოს. გთავაზობთ ამ სეზონის ყველაზე მოდურ ტრენდებს.
კომფორტული პალტო აპაჟის საყელოთი შემოდგომის სეზონის განუყოფელი ატრიბუტი გახდება
კლასიკური ვარიანტი - კრემისფერი ქაშმირის ღილებიანი პალტო.
ერთ-ერთი ბიუჯეტური ვარიანტი - ეკო-ტყავის პალტო.
შალის ლაბადა შესანიშნავი არჩევანია მცივანა ქალბატონებისთვის.
უჩვეულოდ გამოიყურება ნაქსოვის შეხამება საყელოზე და სახელოებზე.
ნუ იდარდებთ ფერების არჩევის გამო. ამ სეზონში ქსოვილის ორი სახეობის შეხამება ძალზედ პოპულარულია.
უჩვეულო მოდელი - პალტო სახელოების გარეშე. გარდერობის ეს ელემენტი კარგად ეხამება სვიტერებსა და ბლუზებს.
უსაყელო პალტო შანელის სტილში - უამრავი დიზაინერის საყვარელი ვარიანტია.
ეს პალტო მოუხდება ქალბატონებს, რომელთაც მსხლის ან ვაშლის ტიპის ტანი აქვს.
ძალზედ ორიგინალურად გამოიყურება ბეწვი სახელოებზე.
ცნობილი დიზაინერები ირწმუნებიან, რომ ამ სეზონში ნაქსოვი პალტო ყოველი ქალის გარდერობს უნდა ამშვენებდეს.
მაღალყელიანი პალტო- იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც შემოდგომის ცივი ქარისგან სურს თავის დაცვა.
პალტო-კეიპი - ამ სეზონის კიდევ ერთი მოდური ტრენდი.
კიდევ ერთი დემისეზონური ვარიანტი ბეწვის ელემენტებით.
ამ სეზონზე თამამად შეიძინეთ პალტო საყელოს გარეშე, უბრალოდ, დაასრულეთ სტილი თბილი შარფით.