არსებობს ქალის მკერდის 7 ტიპი და ყოველი მათგანი მხოლოდ ფიზიოლოგიურ თავისებურებას არ ნიშნავს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იმ ქალებისა და გოგონების სხეულის აგებულება გააანალიზეს, რომლებიც კონსულტაციაზე სხვადასხვა პრობლემით მიდიოდნენ და გასაოცარ დასკვნამდე მივიდნენ:
ქალის ხასიათზე ძალიან ბევრის თქმა შეუძლია მკერდს.
1. მომრგვალებული მკერდი
ერთ-ერთი იშვიათი ტიპის ფორმაა. მისი მფლობელები განებივრებულები არიან მამაკაცების ყურადღებით; თავდაჯერებულები, ამბიციურები და კარიერაზე ორიენტირებულები არიან. ასეთი გოგონები არასოდეს აიტანენ მოღალატეებს და არ ეცდებიან მამაკაცის შენარჩუნებას. ისინი არ დაიტანჯავენ თავს წარუმატებელი სიყვარულის გამო. ისინი ძალიან აფასებენ საკუთარ თავს.
2. კონუსის ფორმა
ასეთი ფორმა ყველაზე ხშირად თინეიჯერებში გვხვდება. მეგობრულები, აქტიურები, სპორტით გატაცებულები ან მამაკაცური ჰობით დაინტერესებულები არიან. მათ უყვართ კლდეზე ცოცვა, ლაშქრობებში სიარული. ისინი ყოველთვის მამაკაცების ყურადღების ცენტრში არიან. შესანიშნავი დაქალები და სანდო პირები არიან.
3. დაშორებული ძუძუები
ასეთი მკერდის მქონე ქალები ძალიან გახსნილები და გულწრფელები არიან. მათ არ ახასიათებთ ჭორაობა და ინტრიგები. ისინი წესიერები არიან და მზად არიან, დაეხმარონ მათ, ვინც ამას საჭიროებს. ზოგჯერ იმდენად დიდ ყურადღებას უთმობენ სხვებს, რომ საკუთარი ინტერესები გვერდზე რჩებათ.
4. წვეთის ფორმა
ასეთი ფორმა განსაკუთრებულ მგრძნობიარობასა და ემოციურობაზე მეტყველებს. ქალებს ახასიათებთ პატარა პრობლემების მასშტაბების გაზვიადება და მარტივი წვრილმანების გამო ნერვიულობა. ისინი ძალიან სენტიმენტალურები არიან. ოცნებობენ პრინცსა და იდეალურ მამაკაცზე. მტკივნეულად გადააქვთ ნებისმიერი მარცხი და წარუმატებლობა.
5. პატარა მკერდი
ფაქტობრივად, არ არსებობს სიტუაცია, სადაც ასეთი მკერდის მქონე გოგო სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. ის ყოველთვის ენერგიული და ოპტიმისტურია. მისი განცდები უცხოებისთვის დაფარულია. მას შეუძლია იტიროს ოთახში, როცა გარშემო არავინაა. ის არასოდეს გაიტანს გარეთ თავის შინაგან მდგომარეობას.
6. ასიმეტრიული მკერდი
ასეთი ქალები ემოციურად გაუწონასწორებლები არიან. სიყვარულიდან სიძულვილამდე მათთვის ერთი ნაბიჯია. განწყობა ხშირად ეცვლებათ. ზოგჯერ უმიზეზოდაც. სწორედ მათ მოსდით ყველაზე შემოქმედებითი იდეები, არასტანდარტული აზრები და პრობლემების გადაჭრის არაბანალური გზები.
7. მძიმე მკერდი
იდეალური დიასახლისები, ოჯახის დამცველები. მზად არიან, ყველას გაუწიონ დახმარება. ყურადღებიანი და მზრუნველები არიან. ისინი შესანიშნავი დედები გამოდიან, შემდეგ კი საყვარელი ბებიები, რომელთა სამზარეულოში მუდამ დგას ღვეზელების სუნი.