მორწმუნე ადამიანების ცხოვრებაში ხატებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ.
ისინი ემსახურებიან ადამიანის სულიერებას და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან.
მართლმადიდებლური წესები
1. თავსაბურავი
მამაკაცებს ხატებთან ქუდის მოხდა ევალებათ. ამბობენ, რომ თუ ხატების წინაშე ისინი ქუდს არ მოიხდიან, უბედურება მოელით.
2. ხატის პატივისცემა
დაუშვებელია ხატის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა, ეს საშინელი ცოდვაა და კარგს არაფერს მოგიტანთ. ასევე, არ შეიძლება ხატის გადაგდება, დაწვა და გატეხვა, რადგან ამისთვის სასტიკად დაისჯებით.
3. ხატები სახლში
ჩვენს წინაპრებს ახალ საცხოვრებელ სახლში შესვლისას, პირველ რიგში შეჰქონდათ ხატი და მას კუთხეში დააბრძანებდნენ. ხანძრის დროს კი სახლიდან პირველი ხატი გაჰქონდათ, რადგან სჯეროდათ, რომ თუ გადარჩენილი ხატით სახლს შემოუვლიდნენ, ცეცხლი ჩაქვრებოდა. თქვენ ბოლომდე ამის იმედად ნუ დარჩებით, მაგრამ ხატის ცეცხლისგან გადარჩენა მნიშვნელოვანი რამაა.
4. ხატის შეძენა
ბევრ მორწმუნეს აინტერესებს სად სჯობს ხატის შეძენა. საუკეთესო შემთხვევაში ნაკურთხი ხატი უნდა შეიძინოთ ტაძარში.
5. ხატი საჩუქრად
დასაშვებია ხატის ჩუქება, მთავარია ეს გულწრფელად და კარგი განძრახვით გააკეთოთ.
6. დავარდნილი ხატი
საეკლესიო წესების მიხედვით, ხატის ძირს დავარდნა უბრალოდ ცუდად დამაგრების შედეგია, თუმცა ხალხმა ამ ფაქტს ბევრი ცრურწმენა დაუკავშირა და ავის მომასწავებლად მიიჩნევენ. როგორც არ უნდა იყოს, დავარდნილი ხატი უნდა აიღოთ, ემთხვიოთ, წაიკითხოთ ლოცვა და თავის ადგილს დაუბრუნოთ.
7. გაბზარული ხატი
ხატის გაბზარვა დაცემის ან სიცხის გამო, დიდი უბედურების ნიშნად ითვლებოდა. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წახვიდეთ ეკლესიაში, უკეთესი იქნება, თუ ახსარებასაც ჩააბარებთ და ეზიარებით.
8. ნაპოვნი ხატი
ხატის პოვნა სიკეთის მანიშნებელია. მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხართ, ნაკურთხია თუ არა ხატი, ის ხელსახოცით ან ხელთათმანით აიღეთ. ამის შემდეგ კი ტაძარში მიიტანეთ.
ასევე მნიშვნელოვანია ხატების მდებარეობა სახლში. ნუ მოათავსებთ მათ ტელევიზორთან ან სხვა ტექნიკასთან ახლოს. ლოცვას სრული კონცენტრაცია სჭირდება. შეარჩიეთ ადგილი, სადაც ყურადღება არ გაგეფანტებათ. არასასურველია ხატების ჩამოკიდება, უმჯობესია დადგმა. მათ შორის აუცილებლად შედარებით ამაღლებულად უნდა მოათავსოთ ღვთისმშობლის ხატი. დადეთ ხატები, რომლებიც თქვენთვის ახლობელია. ნუ გამოედევნებით მათ რაოდენობასა და სილამაზეს. უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ლოცვის სურვილი, რამაც სიმშვიდე უნდა მოგიტანოთ.