თუ უკვე გადაწყვიტეთ, რას ჩაიცვამთ საახალწლო წვეულებაზე და მანიკიურიც გაიკეთეთ, დროა, ვარცხნილობას მივხედოთ. ვარცხნილობას უნდა შეუხამოთ საახალწლო აქსესუარები და გაითვალისწინოთ თმის სიგრძე. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ რომანტიკულ კაბას იროკეზი (ჰიპური ვარცხნილობა) არ მოუხდება და არც ელეგანტურ ხვეულებს - ჯინსი. ვარცხნილობა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სამოსს, იმიჯს.
თუ რთული ვარცხნილობის გასაკეთებლად დრო არ გაქვთ, ისიც ყურადსაღებია, რომ ვარცხნილობას წინა დღეს ვერ გაიკეთებთ. სასურველია, თმა ოდნავ დაიხვიოთ და აიწიოთ, რამდენიმე ხვეული კი ჩამოიგდოთ ან სულაც გაშლილი დაიტოვოთ. ეს გრძელ თმის მფლობელებს ეხებათ.
სადღესასწაულო ჩაცმულობას ძალიან უხდება ე.წ. კოსა და სხვადასხვა სტილის ნაწნავი: "ფრანგული", "თევზის კუდი" და ა.შ.
თუ საშუალო სიგრძის თმა გაქვთ, მსხვილ ბიგუდებზე, მსუბუქად დაიხვიეთ და თქვენი სადღესასწაულო ვარცხნილობაც მზადაა. შეგიძლიათ, ერთი ან რამდენიმე თმის სარჭი გამოიყენოთ.
მოკლე თმისთვის ვარცხნილობის მოფიქრება რთულია. უმჯობესია, იგი ერთ მხარეს დაიწნათ, გაიფორმოთ სადღესასწაულო ფორმის სარჭებით ან ლაქის გამოყენებით მისცეთ ფორმა.
აქსესუარები საახალწლო ვარცხნილობისთვის
- თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადში თმის სამაგრებს სასურველია ჰქონდეს თეთრი ფერი, იყოს მეტალის. დიზაინიდან უპირატესობა მიანიჭეთ ვარსკვლავის, ნახევარმთვარის ფორმას, მარგალიტებითა და ბრჭყვიალე თვლებით გაფორმებულს. თუ გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ვერცხლისფერი ლენტი ჩაიწნათ ვარცხნილობაში.