მსახიობი გიორგი მახარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ოჯახურ თუ პირად ფოტოებსაც ყოველდღიურად აქვეყნებს. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა მეორედ იქორწინა, სულ ცოტა ხნის წინ კი მას და მის რჩეულს, მარიამ ნადირაძეს, გოგონა, სახელად ნიკა შეეძინათ.
როგორც ცნობილია, მარიამ ნადირაძე პროფესიით მსახიობია, თუმცა, ამის პარალელურად, ის ტატუ არტისტის ამპლუასაც ირგებს. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ განსხვავებული და ორიგინალური გამოსახულებებით სხეულს არამხოლოდ თავად, არამედ ქმარს, გიორგი მახარაძესაც უხატავს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იდენტური ტატუები გაიკეთა და ფოტოები გამომწერებსაც გაუზიარა.