მერლინ მონრო აღიარებული იყო და არის, როგორც პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე ლამაზ ქალსაც კი არ შეუძლია იყოს ბოლომდე თავდაჯერებული.
სანამ მერლინ მონრო გახდებოდა, ის მხოლოდ ქარხანაში მომუშავე ნორმა ჯინ ბეიკერი იყო. სტილისტების თავდაუზოგავმა მუშაობამ კი სილამაზისა და სტილის ქალღმერთად აქცია.
როგორც აღმოჩნდა, მერლინის ერთ-ერთი კომპლექსი მაჯებს უკავშირდებოდა - მსახიობი თვლიდა, რომ ისინი ზედმეტად დიდი და შეუხედავი იყო, ამიტომ ფოტოგრაფებთან პოზირებისას ყოველთვის ხელების მოხრას ცდილობდა.
მერლინს საშინლად არ მოსწონდა თავისი ყურები და ნიკაპი. ამიტომ იშვიათია ის ფოტოზე გადაწეული თმებით ნახოთ. 1950 წელს მსახიობმა ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, მაიკლ გუდვინს მიმართა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა. სამედიცინო ჩანაწერებით ასევე მტკიცდება, რომ მონროს რინოპლასტიკაც ჰქონდა გაკეთებული.