მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ხვეულები, გიჟური მოცულობა და ის ფაქტი, რომ ცხიმი დღეების განმავლობაში არ ჩნდება, ნამდვილად შესაშურია, მაგრამ ხვეული თმის მოვლაც დიდ შრომასთან ასოცირდება.
მოდი ვნახოთ, რა პრობლემებთან გამკლავება უწევთ ხუჭუჭ გოგოებს.
ეს საშინელი სიტყვა ყოველდღიური კოშმარია. ჰაერის ოდნავი ტენიანობა თქვენს თმას უმართავს და აბურდულს ხდის. ყოველი დაბანის შემდეგ წაისვით შემანარჩუნებელი კონდიციონერი ან შრატი თქვენს სველ თმაზე და მსუბუქად დაივარცხნეთ.
ხვეული თმა ერთმანეთში ადვილად ირევა. შეეცადეთ ოდნავ ტენიანი თმა ფართოკბილებიანი სავარცხლით დაივარცხნოთ - დაიწყეთ თმის ძირებით და შემდეგ თანდათან მიჰყევით ზემოთ.
წაისვით კონდიციონერი და ჩამოიბანეთ რამდენიმე წუთის შემდეგ, თითებით დაიმასაჟეთ სკალპი, რადგან ცხიმი სწორედ ამ ადგილებში გროვდება.
ხვეული თმა სწორ თმასთან შედარებით უფრო ნელა იზრდება. ამ პრობლემის მოგვარებაში თმის ზეთი და მასაჟი დაგეხმარებათ . ნაზად შეიზილეთ სკალპი თბილი ზეთით - ეს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებასა და თმის ზრდის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
ფოროვანი და მაღალი ტენიანობისადმი მიდრეკილების გამო, ხვეული თმა ადვილად კარგავს ტენიანობას და შედეგად მშრალ და უსიცოცხლო თმას ვიღებთ. კარგი იქნება თუ თმას კვირაში ერთხელ ნიღბით დაიტენიანებთ, ასევე შეგიძლიათ თმის შრატის გამოყენება.