ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია 2 ივნისს მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც გიორგი დაარქვეს.
ამჯერად ლიზა და ირაკლი ფოტოებს შვილის ნათლობიდან აქვეყნებენ.
ლიზა ჩიჩუამ და ირაკლი მაქაცარიამ 2022 წლის ზაფხულში იქორწინეს, ჯვარი კი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ლიზამ და ირაკლიმ ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ აცნობეს, როცა კადრები საორსულო ფოტოსესიიდან გამოაქვეყნეს.