"დღეს მამაჩემი, ჯემალ ბაღაშვილი, 82 წლის გახდა! მამა, გილოცავ დაბადების დღეს! კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალგზის, მადლობა ყველაფრისთვის! 82 რა ასაკია?! შენივე სიტყვებია: "ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი, გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი"! გულიც უბერებელი გაქვს, სულიც და შემოქმედებაც! ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს შენი თავი ასე მხნედ და შემართულად! ჯანმრთელობა და სიხარული არ მოგკლებოდეს! კიდევ მრავალი წელი გვენახე ბედნიერი შენს მოსიყვარულე მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად!" - წერს სოციალურ ქსელში გია ბაღაშვილი და მამის, ჯემალ ბაღაშვილის ფოტოებს აქვეყნებს.
ჯემალ ბაღაშვილი არის ქართველი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი. 1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება - 1973 წელს. 1968 წლიდან არის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი.