ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.
სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.
ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველო ცხოვრობს. მან 2017 წელს ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს შვილი შეეძინათ.
ამჯერად ანასტასია იუბილარია - ის 33 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად კი "ინსტაგრამზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ჩემი 33 წლის დაბადების დღე 15-საათიანი სატელევიზიო გადაღების შემდეგ დაიწყო, სადაც 50-მა კოლეგამ ფეიერვერკით და ტორტით გამაოცა. გადაღება დილის 4 საათზე დავასრულეთ. ჩემი ქმარი 5 საათზე ტორტითა და დეკორაციებით მელოდა, შუადღეს ჩემი შვილის ხმამ გამაღვიძა, რომელიც დაბადების დღის სიმღერას მიმღეროდა.
წავედი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კაფეში, რომელიც რაღაცნაირად ბებიას მახსენებს და, მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე პირველი დაბადების დღეა, ვგრძნობ, რომ ეს საოცარი ოქროს შემოდგომა მისი საჩუქარია.
დღევანდელი დღის გატარებისას, მივიღე ზარები და შეტყობინებები ჩემი საყვარელი ადამიანებისგან, მივხვდი, რამდენი მადლიერება და სიყვარული მაქვს გულში. ასევე უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მიდის გეგმის მიხედვით, მე ვირჩევ, ნათელ მხარეს და ბედნიერად ყოფნას.
მადლობელი ვარ ყველასi, რომ ჩემი დღე ასე განსაკუთრებული გახადეთ" - წერს ანასტასია ბენდუქიძე.