თანამედროვე, ფუნქციური სამზარეულოს მოწყობა, ერთი შეხედვით, შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს, თუმცა, თუ მიზნებს სწორად დავისახავთ და მათ განხორციელების პროცესს ზედმიწევნით მივყვებით, სასურველ შედეგსაც მივიღებთ.
მნიშვნელობა არ აქვს, სამზარეულო იზოლირებულია თუ მისაღებ ოთახთან არის გაერთიანებული, მისი ჩვენს საჭიროებებზე მორგება შემდეგი 8 რეკომენდაციის გათვალისწინებით მარტივად შეგვიძლია.
რეკომენდაციებს გვთავაზობს წამყვანი ევროპული ბრენდი BLACK RED WHITE, რომელიც საქართველოში 5 თვის წინ შემოვიდა. ბრენდის პროდუქცია ავეჯის ჰაბ ICR HOME-შია წარმოდგენილი. მასალების ფართო ასორტიმენტის, კატალოგებისა და პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, თავისი მოთხოვნების შესაბამისი სამზარეულოს მასალები ყველაზე მისაღები პირობებით შეარჩიოს. BLACK RED WHITE-ს მსოფლიოს მასშტაბით ათობით ქვეყანაში ენდობიან. მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური, მინიმალისტური და ვინტაჟური დიზაინის მასალებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული სივრცე შევქმნათ.
კომფორტი და ჰარმონია ინტერიერში თითოეული დეტალის გათვალისწინებით მიიღწევა. სივრცის არსებობა სამზარეულოში კერძის მომზადებისას სტრესის შემცირების პირდაპირპროპორციულია.
სამზარეულოს კუნძულის გარშემო მარტივად გადაადგილება უნდა შეგვეძლოს, რათა არ გამოვიწვიოთ არეულობა და მშვიდად შევძლოთ გემრიელი სადილის მომზადება.
განსაკუთრებით პატარა ფართის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყველა კუთხე ფუნქციურად ავითვისოთ. გარდა იმისა, რომ სამზარეულოს კუნძული სადილის მომზადების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის, შეგვიძლია ის სათავსოდაც გამოვიყენოთ.
სამზარეულოს კუნძულში ნიჟარა უკვე წლებია, თანამედროვე დიზაინის ნაწილად იქცა. გარდა ტენდენციურობისა, ის ფუნქციურობითაც ხასიათდება - სადილის მომზადებისას უფრო კომფორტულად და სწრაფად ვრეცხავთ პროდუქტებს, ჭურჭელს და მათი ნიჟარიდან კუნძულამდე გადატანისას დროს არ ვკარგავთ.
აქტუალურია სამზარეულოს კუნძულში გაზქურის მონტაჟიც, რაც ასევე დამატებით კომფორტს ქმნის.
ამ რჩევის გათვალისწინება ფუნქციური სამზარეულოს მოწყობაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს. მაგალითად, პასტის მომზადებისას, წყლის ადუღებისას თუ ნებისმიერ სხვა დროს ნიჟარის სიახლოვე დაგვეხმარება, ნაკლები არეულობა გამოვიწვიოთ სამზარეულოში. ამასთან, ცხელი ტაფისა თუ ქვაბის გაზიდან გადმოღებისას ნიჟარასთან სიახლოვე უსაფრთხოების დაცვაშიც დაგვეხმარება.
იმისათვის, რომ ფართი მაქსიმალურად ფუნქციურად ავითვისოთ, სათავსოების მაქსიმალური რაოდენობით გათვალისწინება აუცილებელია, თუნდაც ჯერჯერობით ვერ ვიყენებდეთ მათ.
ამასთან, რეკომენდებულია, ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ერთ სათავსოში მოვაქციოთ, რაც დროის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.
სამზარეულოს ზედაპირი ხშირად სველდება, წყლისა და ორთქლის ზემოქმედება კი MDF-სა და ხის მასალებს მარტივად აზიანებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად ხარჯთეფექტურია.
უფრო კომფორტული და გამძლე სამზარეულოს მოსაწყობად რეკომენდებულია, ლამინირებული, აგლომერატის (კომპოზიტის) ან ქვის ზედაპირი შევარჩიოთ. მასზე თამამად მოვათავსებთ ცხელ ქვაბებსა და ტაფებს და წმენდაც უფრო გაგვიმარტივდება.
ღია თაროები, როგორც თანამედროვე, ისე ვინტაჟური სამზარეულოს დიზაინში აქტიურად გამოიყენება. გარდა იმისა, რომ მასზე მოთავსებული მცენარეები თუ აქსესუარები ოთახს სიმყუდროვესა და ავთენტურობას სძენს, ფუნქციურიცაა. აქ შეგვიძლია განვალაგოთ ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ჭურჭელი და დილით, მაგალითად, ყავის მომზადებისას საყვარელი ჭიქის ძებნაში არ დავკარგოთ დრო.
ხარისხიანი და გამძლე ტექნიკა ფუნქციური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემთხვევაში, რეკომენდებულია, მათ იქამდე მოვუძებნოთ ადგილი, სანამ სამზარეულოს კარადებსა და აღჭურვილობას შევუკვეთავთ. ასე ზომებიც გათვალისწინებული გვექნება და გეგმების შეცვლაც არ მოგვიწევს.
რაც შეეხება წვრილ ტექნიკას, უმჯობესია, თუ მათ ჩვენს სამზარეულოში ნიჟარისგან მოშორებით ექნება ადგილი და ზედაპირებზე მხოლოდ იმ მოწყობილობებს მოვათავსებთ, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
მეტი დეტალის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან ავეჯის მულტიბრენდული ჰაბის, ICR HOME-ის პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც ევროპული ბრენდის, „Black Red White”-ის მრავალფეროვანი კატალოგების და მასალების ნიმუშების მეშვეობით თქვენზე მორგებული, ფუნქციური სამზარეულოს შერჩევაში დაგეხმარებიან.
R