ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში, მილანში. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
"ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ჩემს გულში იქნება... ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემს მშობლებს ჩემი საქციელით, ჩემი კაცობით, შევუმსუბუქო ცხოვრება" - კახა კალაძე გარდაცვლილი ძმის და მის ოჯახში დატრიალებული ტარგედიის შესახებ
"როცა შვილებს სწორად ზრდი... კარგი ბიჭების კარგი დედა" - ანუკი არეშიძე უმცროსი შვილების ვიდეოს აქვეყნებს
2013 წელსვე ანუკი არეშიძემ ფეხბურთელ კახა კალაძეზე იქორწინა.
"მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტა ხნის შემდეგ, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად, უთქმელად გამოხატავდა. თვალებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგონები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობდა მაშინ ანუკი.
თავად კახა კალაძე კი ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ასე იხსენებდა: "მილანის ფეხბურთელი ვიყავი და იქ გავიცანი ანუკი. მე უკვე რამდენიმე წლის მანძილზე ვცხოვრობდი იქ, როცა მშობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მათი მეგობრის შვილი ჩამოდიოდა მილანში, ახალგაზრდა ბავშვი იყო და თუ რამეში დახმარება დასჭირდებოდა, ყურადღება მიმექცია. ისედაც უამრავ ადამიანს ვეხმარებოდი და, რა თქმა უნდა, უარი არ ვთქვი. ნომერი მომცეს, დავურეკე, შევხვდი და მას შემდეგ ვუვლი" - ამობდა კახა კალაძე.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ. ამჯერად ანუკი ვაჩესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.