ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პრინცესა საავადმყოფოში 10-14 დღემდე დარჩება, შემდეგ კი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.
"მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა გუშინ ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.
რატომ მოიკლა ქეით მიდლტონის პირადმა მედდამ თავი: უცნობი დეტალები უელსის პრინცესას შესახებ
„მხოლოდ ღმერთს ან ქალს შეუძლია დაუსჯელად ატაროს იგი“ - დაწყევლილი გვირგვინის, მთავარი დეკორაციის საიდუმლო
ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება" - ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პრინცესას მსგავსად, ოფიციალურ შეხვედრებს არ დაესწრება პრინცი უილიამიც. იგი ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლისა და შვილების გვერდით იქნება. ოპერაციის ჩატარების ზუსტი მიზეზი უცნობია.
ქეითი უელსის პრინცესა, პრინცი უილიამის მეუღლ, მაიკლ და კეროლ მიდლტონების ქალიშვილია.
კეთრინ (კეით) მიდლტონი დაიბადა 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში. მან დაამთავრა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი და სწორედ აქ შეხვდა 2001 წელს უილიამს, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.
უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯი (ინგლ. George Alexander Louis; დ. 22 ივლისი, 2013), პრინცესა შარლოტი (ინგლ. Charlotte Elizabeth Diana; დ. 2 მაისი, 2015) და პრინცი ლუი.