მსახიობი გიორგი ყიფშიძე ასევე ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილია. მან პირველად ადრეულ ასაკში მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა. კრისტი აღარ დაოჯახებულა, გიორგიმ კი ცოლი მეორედაც მოიყვანა. ანი ჩიკვილაძესთან მას ვაჟი ეყოლა, თუმცა გიორგიმ მასთან დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღო. მსახიობმა ოჯახი მესამედ ენი გასოევთან შექმნა. მათ ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გიორგი მასაც დაშორდა და პატარებს თავად ზრდის.
გიორგი ყიფშიძე 1977 წელს მსახიობ ზურა ყიფშიძისა და ლელა გოცირიძის ოჯახში დაიბადა. ის უკვე არაერთი წელია, თეატრის სცენასა და კინოში აქტიურად საქმიანობს. მას პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი და დღეს, 45 წლის ასაკშიც აგრძელებს საქმიანობას.
"გიორგი ყიფშიძეს მეორე და მესამე ცოლი რომ არ მოეყვანა, შეურიგდებოდი?" - რას პასუხობს კრისტი ყიფშიძე გამომწერების კომენტარებს და როგორ იხსენებს გიორგი ყიფშიძესთან ურთიერთობას
"ამ ბოლო დროს სულ ჯანმრთელობაზე ვფიქრობ, მეტი არაფერი მაწუხებს... ჯერჯერობით აღარ ვენდობი არავის. ჩავკეტე სიყვარულის თემა" - გიორგი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
კრისტის გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
"კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია", - ამბობდა გიორგი ყიფშიძე.
წყვილს რომ კარგი ურთიერთობა აქვს, ამას ნატალიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებიც მოწმობს. ნატალია ამ ეტაპზე ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში, "ცვალებად ნიშნებში" იღებს მონაწილეობას. მეორე სეზონის პრემიერაზე კი მასთან ერთად მშობლები იმყოფებოდნენ. ნატალიამ დედასთან და მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები მეგობრებსაც გაუზიარა: "ჩემი შემქმნელები" - დაწერა მან.