როგორც ცნობილია, ზოდიაქოს ნიშნები ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა: ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი. შესაბამისად, სექსუალური ტემპერამენტიც ამა თუ იმ სტიქიის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან განსხვავებული გააჩნიათ.
ცეცხლები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) როგორც წესი, "ცხელსისხლიანთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. ამიტომ ასეთ ქალებს ცხოვრებაში ხშირად არა ერთი ან ორი, სამი ან მეტი თავბრუდამხვევი რომანიც აქვთ გაჩაღებული.
სხვათა შორის, "საბედისწერო" სამკუთხედის მთავარ გმირებადაც ხშირად ცეცხლის სტიქიით დაბადებული ქალბატონები მოიაზრებიან. ეს იმიტომ, რომ საკუთარი სტიქიიდან გამომდინარე, მათში მონადირის ინსტინქტია გამძაფრებული. ამ ინსტინქტში კი "მამაკაცზე ნადირობაც" შედის.
ასეთი ქალები სექსში დომინანტის პოზიციას არჩევენ და საკმაოდ მალე იბეზრებენ პარტნიორს, თუ ეს უკანასკნელი არ შეეცდება, მათთვის მიუწვდომელი და იდუმალი დარჩეს.
რაც შეეხება წყლის სტიქიის "ნიმფებს", ცეცხლი თუ ენერგიის გამცემია, წყალი მის დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომ წყლის სტიქიის ქალბატონები (კირჩხიბი, მორიელი და თევზები) გაცილებით უფრო ნაზები, მოსიყვარულეები და რბილები არიან ურთიერთობაში. მათ შეუძლიათ, მამაკაცს საკუთარი სინაზითა და მაცდურობით თავი დიდი ხნით დააკარგვინონ.
ამასთან ერთად, გარდა მორიელისა, წყლის სტიქიის ქალებს, როგორც წესი, არ ხიბლავთ დომინანტური პოზიცია და ყოველმხრივ ცდილობენ მამაკაცს საკუთარი უპირატესობა აგრძნობინონ, როგორც ყოველდღიურ ურთიერთობაში, ისე საწოლში.
რაც შეეხება მორიელ ქალს, იგი ამ სამიდან ყველაზე გამორჩეულია, იმიტომ, რომ მას მამაკაცური პლანეტა – პლუტონი მართავს (თანამმართველი - ასევე მამაკაცური ენერგიის მქონე მარსი). ამიტომ ეს ქალი განწყობის მიხედვით ირგებს ხან დომინანტის, ხანაც მორჩილი გეიშას როლს. ზუსტად ამიტომ არიან ქალი-მორიელები სექსში შეუდარებლები და მამაკაცები ხშირად აჩერებენ მათზე არჩევანს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge