ეს არა მარტო ზაფხულის პრობლემაა, თუმცა, ცხელ სეზონზე მაინც ყველაზე აქტუალურია. ოფლი, სინესტე, კანიდან ცხიმის გამოყოფა, ცრემლი... და აი, ლამაზი "კატის თვალები" "პანდის თვალებად" გადაიქცა.
1. დილა დაიწყეთ სუფთა კანით. ეს საშუალებას მოგცემთ კანი გაათავისუფლოთ ზედმეტი ცხიმისგან, რომელიც ღამის განმავლობაში დაგროვდა. არ დაივიწყოთ ქუთუთოები, ისინიც უნდა გაათავისუფლოთ ცხიმისგან. პირის ზედმიწევნით დაბანის შემდეგ, დაიდეთ დამატენიანებელი კრემი, რა თქმა უნდა, თვალის ირგვლივ - სპეციალური.
2. გამოიყენეთ პრაიმერი. ეს ბაზა მაკიაჟს დღის ბოლომდე პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებს.
3. გამოიყენეთ წყალგამძლე პროდუქტები. წამწამების ტუში და სხვა კოსმეტიკა, აჯობებს, იყოს waterproof.
4. კრემის ტექსტურის პროდუქტები შესაძლებელია დააფიქსიროთ ნახევრადგამჭვირვალე ან ფხვიერი პუდრით, რომელსაც კრემის ტექსტურის მქონე, მაგალითად, ტონალურის ზემოდან წაისვამთ.
5. კოსმეტიკის ჩანთით ატარეთ ბამბის ტამპონები, ან უმჯობესია მაკიაჟის ჩამოსაცილებელი სპეციალური ხელსახოცები იმისათვის, რომ დღის განმავლობაში გადღაბნილი მაკიაჟი შეისწოროთ ხოლმე.