ხშირად ხდება, საღამოს, როცა მაკიაჟის ჩამოშორებას დავაპირებთ, აღმოვაჩენთ, რომ ლოსიონი გაგვთავებია. ამის გამო ნუ დაწვებით მაკიაჟით, მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, თან ძალიან მარტივად.
თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი:
1 ჭიქა წყალი
1 ½ სუფრის კოვზი ბავშვის შამპუნი (ცრემლის გარეშე)
1/8 ჩაის კოვზი ბავშვის ზეთი
ეს ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჩამოიშორეთ მაკიაჟი. ყოველი გამოყენების წინ ლოსიონი შეანჯღრიეთ.