თუ თქვენ სახესა და ხელებზე პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მათ სპეციალური კრემის მეშვეობით გაიქრობთ. კრემის რეცეპტი კი ძალიან მარტივია:
თქვენ დაგჭირდებათ:
აბუსალათინის ზეთი;
სოდა;
სამედიცინო ლეიკოპლასტი ("სანტავიკი");
აურიეთ აბუსალათინის ზეთში საჭმლის სოდა (1 სუფრის კოვზ ზეთში დანის წვერით სოდა).
წაისვით პიგმენტურ ლაქებზე და ზემოდან დაიკარით ლეიკოპლასტი. გაიჩერეთ მთელი ღამე.
ეს მეთოდი გაიმეორეთ იმდენჯერ, სანამ სრულიად არ გაქრება ლაქები.
თუ თქვენ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ – პირველად კრემი ხელის მტევანზე მოსინჯეთ. გაღიზიანების შემთხვევაში – შეამცირეთ სოდის რაოდენობა.
ასევე იხილეთ:
გათავისუფლდით პიგმენტური ლაქებისგან მარტივად
როგორ დავფაროთ კანზე დეფექტები სხვადასხვა ფერის კორექტორის მეშვეობით?
კანის აღმდგენი, პიგმენტური ლაქების გასაქრობი ნიღბები ჟელატინისგან + ლიფტინგ ეფექტი