კარტოფილის მობრაწულა სოსისებით

ინგრედიენტები:
სოსისი – 6 ცალი
ზეთი – 1/2 ს/კ
კარტოფილი – 700 გრამი
ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერის – 2 ცალი
კამა – 1 კონა
კარაქი – 1 ს/კ
მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
სოსისები გავჭრათ შუაზე. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. 2-3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ზეთში. კარტოფილი გავფცქვნათ და მოვხარშოთ, შემდეგ ცოტაოდენ თავისსავე ნახარშსა და კარაქთან ერთად ჩავზილოთ, დავუმატოთ მოშუშული წიწაკა და ნახევარი დაჭრილი კამა. სოსისები შევბრაწოთ ზეთში. კარტოფილის პიურე გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, ზედ დავაწყოთ სოსისები და 10 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. სუფრაზე გატანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!

Leave a comment