5 მარტს "ცეცხლის ჩერშენბე" აღინიშნება
ნოვრუზ ბაირამამდე 4 კვირით ადრე ყოველი სამშაბათი დღე, რომელიც უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალი, ქარი, მიწა, ცეცხლი განსაკუთრებულად აღინიშნება.
დღეს ცეცხლის სამშაბათია და კოცონის ანთებას სპეციფიკური თავისებურება აქვს.

ძველი დროიდანვე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ამ ჩერშენბეებით იყო ცნობილი.

ცეცხლი სითბოს ნიშანია. ეს იმის მანიშნებელია, რომ გაზაფხულის მოსვლით ამინდები თბება. ცეცხლის ჩერსენბეზე ოჯახებში განაკუთრებული კერძი უნდა მომზადდეს. სუფრა ცარიელი არ უნდა იყოს.

კოცონის თაყვანისცემის შესახებ ინფორმაციას დედე გორგუდის წიგნშიც შეხვდებით. კოცონის მიმართ დამოკიდებულებაზე დედე გორგუდის ფილმიც არის გადაღებული. სადაც კარგადაა აღწერილი თუ რას ნიშნავს კოცონის ანთება აზერბაიჯანელებისთვის.

ცეცხლის სამშაბათზე ძველი გამოთქმებიც არსებობს.

„ცეცხლის წყლით ჩაქრობა არ შეიძლება“,
„ცეცხლის სამშაბათზე სუფრას ცარიელს ვერ იტოვებენ“ და სხა.


ამ დღეს სხვადასხვა საჭმელებს ამზადებენ და სუფრაზე ტკბილეულებს დებენ. ეს კი რწმენის მიხედვით ოჯახში ბარაქის და კეთილდღეობის მომტანი იქნება.

ამ დღეს ყველა ოჯახი ეზოში კოცონს ანთებს.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე, 21 მარტამდე კიდევ ორი, ქარისა და მიწის  სამშაბათი უნდა აღინიშნოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები