"ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV)
სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული
ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი
წარმატება იყო." - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი OIV-ის
გენერალურმა ასამბლეის გადაწყვეტილებას OIV-ის სპეციალური ღვინოების
ჩამონათვალში დაემატებინათ ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა)
ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო".
დამატების გადაწყვეტილება, OIV-ის გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის 26
ნოემბერს მიიღო.
ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო
შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“,
„ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ
დავარგებული ღვინო“.
„დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური
ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.
"აღნიშნული სიახლის შესახებ, შესაბამისი განმარტება შევა
ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების
განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების,
ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ
შესაბამისი შეფასების გაკეთება," - ამბობს
დავითაშვილი.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გეოგრაფიულ აღნიშვნებს
2020 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით
წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის
განვითარების მიმართულებით.
საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის
დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“,
„ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.
ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში
„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა
დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“,
„თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“,
„ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“,
„ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“,
„ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.
წყარო: report.ge