რა დაგიჯდება მარნეულში საქორწილო კაბა და აქსესუარები
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, საქორწინო აქსესუარების დიდი არჩევანი. ქალაქის ცენტრალური ქუჩის ერთ ნაწილში, საქორწილო კაბების 15-მდე მაღაზია მუშაობს. სადღესასწაულო კაბების მაღაზიებში და სალონებში აცხადებენ, რომ ერთი პატარძლის მაკიაჟი და ვარცხნილობა დაახლოებით 50-დან 150 ლარამდე ჯდება, ხოლო კაბების ფასი ქირის შემთხვევაში 200 ლარიდან იწყება.


ლეილა საგიტოვას წლებია საქორწილო სადღესასწაულო კაბების მაღაზია და სილამაზის სალონი აქვს. გვიყვება, რომ ზამთრის პერიოდში, ქორწილები თითქმის არ არის, შესაბამისად, მომხმარებლელიც ნაკლები ჰყავთ. რაც შეეხება ფასებს, მის მაღაზიაში, ერთი კაბის ღირებულება ქირის შემთხვევაში, 200 ლარიდან იწყება და დაახლოებით 1000 ლარამდე ადის.

,, წელიწადის ამ დროს სიცივის გამო ქორწილები ნაკლებადაა, ამიტომ კლიენტი თითქმის არ გვყავს, ჩვეულებრივ მუშაობა იწყება როცა დათბება, ჩვენს მაღაზიაში ერთი კაბის ქირაობა იწყება 200 ლარიდან ზემოთ და 1000 ლარამდეც ადის. ვაკეთებთ მაკიაჟსაც და თმის ვარცხნილობასაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფასი მერყეობს, პატარძალს რისი საშუალებაც აქვს, ისე ხდება, დაახლოებით 50 ლარიდან 150 ლარამდე ჯდება დედოფლის მაკიაჟი და ვარცხნილობა. დღის განმავლობაში სეზონზე ხუთი პატარძალიც გაგვილამაზებია“.- ამბობს ლეილა

კიდევ ერთი სილამაზის სალონისა და საქორწილო კაბების ,,ამინას“ მეპატრონე გვიყვება, რომ მომსახურების ღირებულება პატარძლის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. საქორწილო მაკიაჟი და ვარცხნილობა აქ 50 ლარიდან იწყება.


,, ფასები იმის მიხედვით არის, რა საშუალებაც აქვს პატარძალს, მაგალითად მაკიაჟი 50 ლარიდან ზემოთ 100 ლარამდე ღირ. ასევე ვარცნილობაც 50 ლარიდან იწყება, რაც შეეხება კაბებას, 200 დან 1000 ლარამდე მერყობს. გვაქვს ასეთი აქცია, თუ პატარძალი ჩვენთან ქირაობს კაბას, მაკიაჟს და ვარცხნილობასაც აქ იკეთებს, ამ შემთხვევაში საქორწილო ავტომობილის მორთვა უფასოა. ამას საჩუქრად ვუკეთებთ’’.


მაღაზია ,,სუპერ სტილიში’’ საქორწილო კაბის ფასი 500-დან იწყება და 1000 ლარსაც სცდება, მეპატრონე ამბობს, რომ ანიშნულ მაღაზიაში კაბების ფასი თითქმის ყველაზე მაღალია, თუმცა მომხმარებელი ბევრი ჰყავს.
მარნეულის საქორწილო კაბებისა და სილამაზის სალონების მფლობელები ამბობენ, რომ აქ თბილისთან შედარებით ფასები ნაკლებია, ძირითადი მომხმარებელი კი ადგილობრივი მოსახლეობაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები