მარტყოფის ღვთაების მონასტერი

9215b0724c10მარტყოფის ღვთაების მონასტერი  მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი – ქვიანი ადგილი – რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოშიმოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა. ანტონ მერტოფელი ღვთაების მთავარ ტაძარშია დაკრძალული.

XI ს., როდესაც კვირიკე III კახთა მეფემ კახეთის სამეფო საერისთავოებად დაყო, მარტყოფი რუსთავში მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა, ეკლესიურად კი რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როდესაც ოქროს ურდოს მბრძანებლის ბერქა ყაენის ლაშქრობას ქალაქი რუსთავიცშეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან სწორედ მარტყოფში გადმოვიდა.

ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა თემურ ლენგის 1395 წ. შემოსევის დროს, რომლის დროსაც მონასტრის წევრებმა იქ დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გადამალეს, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება – ღვთაების მონასტერი. დღეისთვის არ არსებობს ზუსტი ცნობა ხატის ადგილ-სამყოფელის შესახებ, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ხატი ახლაც ეკლესიის ტერიტორიაზეა.

წმ. ანტონ მარტომყოფელის სავანეში, მოხდა საუკუნის მკვლელობა როცა სულგაყოდულმა მკვლელებმა მუხანათურად და ვერაგულად წაართვეს სიცოცხლე საქართველოს სულიერ მოძღვარს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს.

წყარო: “აკრიანი-მარტყოფი-მარტყოფი-4500” – აკაკი მათიაშვილი

Leave a comment