არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს – ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და დასჯა მოითხოვეს

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვან გოგოებზე სექსუალურ ძალადობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს.

საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. მუნიციპალურ საცურაო აუზზე ადგილობრივები მათ პედოფილიის ბრალდებით დაუპირისპირდნენ.

პოლიციამ ადგილობრივების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დაახლოებით 100 პოლონელი ცდილობდა გამკლავებოდა ოთხ მიგრანტს, რომლებიც აუზში ახორციელებდნენ სექსუალურ შევიწროებას გოგონებსა და ბიჭებზე.

შევიწროების შესახებ გოგონამ დედას უამბო, რომელიც აუზთან დაცვის თანამშრომლებთან მივიდა. დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცები დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს.

„ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა,”- წერს პოლონური მედია.

მსგავსი თემები