ახალი ამბების ესპანელი წამყვანი კორონავირუსით გამოწვეული მკაცრი საკარანტინე პირობების გამო სამსახურეობრივ მოვალეობას დისტანციურად ასრულებდა. სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში მას პირდაპირ ეთერში მოუწია გადაცემის წაყვანა.
41 წლის ალფონსო მერლოსი Estado de Alarma-ს ახალი ამბების გადაცემის ლაივის დროს გამოიჭირეს შეყვარებულის ღალატში. პირდაპირი ეთერის დროს ოთახში ნახევრად შიშველმა ქალბატონმა გაიარა.
„არწივის თვალების“ მქონე მაყურებლები მიხვდნენ, რომ ნახევრად შიშველი ქალბატონი მისი პარტნიორი მარტა ლოპეზი არ იყო. ჟურნალისტი 2 დღის განმავლობაში დუმდა, თუმცა შემდეგ ლოპეზს ბოდიში მოუხადა.
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი საქციელი არ იყო სწორი ან არის რაღაცები რაც სწორად არ გამიკეთებია, მე არ მაქვს პრობლემა პატიება ვითხოვო. ამასთან, ჩემი მიზანი ვინმესთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა“. – აღნიშნა ტელეწამყვანმა.
კომენტარები