top of page

საფრანგეთში შიშველი ქალის ესკიზი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ მონა ლიზაა


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახშირზე შესრულებული შიშველი ქალის ესკიზი, რომელიც "მონა ვანას" სახელითარის ცნობილი, შესაძლოა ლეონარდო დავინჩის მონა ლიზას ესკიზი იყოს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ის 1862 წლიდან პარიზთან ახლოს, კონდეს მუზეუმში ინახება. მთელი ამ წლების განმავლობაში ნახატი სხვა მხატვრის ნამუშევრად მიიჩნეოდა. ექსპერტების დასკვნით, ესკიზი ლეონარდოს სახელოსნოშია შესრულებული. თმცა არ გამორიცხავენ, რომ ესკიზზე მხატვრები ერთად მუშაობდნენ. პარიზში ლუვრის მუზეუმში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ კი მიიჩნევენ, რომ ესკიზი "ნაწილობრივ მაინც" არის ლეონარდო და ვინჩის.

ნახატის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „მონა ვანნა“ და „მონა ლიზა“ ფაქტობრივად ერთი და იგივე ზომისაა, ასევე ემთხვევა სახის და ხელების გამოსახულება. „ეს თითქმის მოსამზადებელი პორტრეტია ფერწერული ტილოსთვის, ექსპერტიზა გრძელდება,ამას დრო დაჭირდება, რადგან ესკიზი საკმად რთული და მყიფეა",- ამბობს ექსპერტი.


ბოლო სიახლეები
bottom of page