ფარდის კერვა - შეკერვის სახეობები

როგორ შევკეროთ ფარდა - პლისეს სტილში ფარდა - ფარდების შეკერვასთან დაკავშირებული კითხვები, რაც ნიშნავს ფარდის შეკერვა და ფარდის პლისე და ფარდა რგოლებში, ამ ყველაფრის პასუხს მიიღებთ ამ ბლოგში. 

  გარდა იმისა, რომ ფარდის ყიდვისას აუცილებელია ფერისა და ქსოვილის სწორად შერჩევა, მნიშვნელოვანია მისი კერვის სხვადასხვა დიზაინისა და ტიპის ცოდნაც, რათა ზუსტად განვსაზღვროთ, რომელი მათგანი მოუხდება თქვენი ოთახის სტილსა და დანიშნულებას. „მეფარდეს“ გუნდი შემოგთავაზებთ შეკერვის რამდენიმე ძირითად დიზაინს და მათ საუკეთესო გამოყენების შემთხვევებს.

 

1. კლასიკური შეკერვა

ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. ასეთი ფარდა ჯერ სწორად იკერება, ხოლო შემდეგ ხელით „იზბორება“. მისი უპირატესობა ისაა, რომ თითქმის ყველა სტილსა და ოთახს უხდება და არ აქვს შეზღუდვა ნაჭრის ტიპში. უხამებენ გამჭვირვალე, მსუბუქ ქსოვილს და ამატებენ დეკორატიულ ფარდას კომპოზიციის საბოლოო სრულყოფისთვის. ყველაზე მეტად ის საძინებელს უხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მომხმარებელი კლასიკურ და სადა დგომის ფარდას ანიჭებს უპირატესობას. "მეფარდეს" დიზაინერი გირჩევთ გაითვალისწინოთ, რომ ასე შეკერილი ფარდა უნდა იყოს კარნიზის ორმაგი ან სამმაგი ზომის. მაგრდება სპეციალური სამაგრების დახმარებით, რომელთა შეძენაც ასევე შესაძლებელია ჩვენს მაღაზიაში.

 

ფარდის შეკერვასთან დაკავშირებით უამრავი კითხები არსებობს, ფადების შეკერვისას ალბათ ყველა დაგვთანმხდება რომ კლასიკური ანუ ჩვეულებრივი შეკერვის ტიპი, არის ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფარდის კერვა

 

 2. ფარდა რგოლებზე

ასეთ ფარდას სიგანეზე აქვს რამდენიმე წრიული ფორმის ნაკვეთი, რომლის კონტურზეც ისმება მეტალის რგოლი. მის ჩამოსაკიდებლად არაა საჭირო კარნიზი, საკმარისია მხოლოდ გრძელი მილი, რომელიც შეცურდება ფარდის ჭრილებში და დაიჭერს მას. ამ დროს ფარდა უნდა იყოს ორმაგი ან სამმაგი, თუმცა უფრო მეტად რეკომენდებული სამმაგია. საინტერესოა, რომ ასეთი დიზაინის ფარდას ირჩევენ, ძირითადად, სამზარეულოსა და აბაზანისთვის. სამზარეულოს შემთხვევაში, უმჯობესია გქონდეთ თუნდაც მცირე ზომის ფანჯარა, რადგან სწორედ ამ დროსაა ასეთი ფარდა ყველაზე შერწყმული სტილთან. ყველაზე ხშირად რგოლებიან ფარდას შევხვდებით კერძო სახლებსა და აგარაკებზე. ნაჭრის არჩევისას კი „მეფარდეს“ დიზაინერი გირჩევთ პატერნიან ან პრინტიან ქსოვილს, რომელიც განსაკუთრებით მოდური გახდა ბოლო წლებში.

 

ფარდების შეკერვა რგოლებზე, სხვადასხვა სახების ფარდის შეკერვის შორის რგოლებით შეკერვა არის ერთერთი ყველაზე გამორჩული და ამავდროს შრომატევადი სახეობა.

 

 3. სამმაგი პლისე

სწორედ ეს არის "მეფარდის" დიზაინერთა ფავორიტი დიზაინი. ასეთი დიზაინის ფარდა იკეცება („იპლისება“) კერვისას. გასათვალისწინებელია, რომ ამ დიზაინისთვის ფარდა აუცილებლად უნდა იყოს კარნიზის სამმაგი ზომის. ასე შეკერილი ფარდები საკმაოდ დახვეწილი და მდიდრულია. ყველაზე მეტად უხდება დიდი ზომის ვიტრაჟურ ფანჯრებს მისაღებში. მომხმარებლები ძალიან ხშირად ასე კერავენ ორი ფერის ფარდას: ღია და გამჭვირვალეს და მუქსა და მძიმეს. ეს ძალიან კარგი შეხამებაა კომპოზიციის შესაქმნელად, მნახველში ქმნის მოდის, სიმდიდრის, კლასიკურობის განცდას, ვიზუალურად ამაღლებს და აფართოვებს ოთახს, ამიტომ თუ ფიქრობთ თქვენი მისაღები ოთახის გალამაზებას, სამმაგი პლისეს დიზაინის ფარდა ძალიან კარგი არჩევანია.

თხელი ფარდების პლისედ შეკერვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო ხანებში, რამაც განაპირობა ამ სტილის ფარდის შეკერვის განსაკუთრებით პოპულარობა, რომელიც უფრო უხდება სქელ ფარდასთან ერთად, ანუ ღამის ფარდასთან ერთად

 

4. S-ისებური პლისე

ასე შეკერილი ფარდა განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა. ეს დიზაინი თქვენს ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს, რადგან, ერთი შეხედვით, ნაზი ვიზუალის ფარდა, ამავდროულად, ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურება. მისი გამოყენება თითქმის ყველა ოთახში შეიძლება, საოფისე დაწესებულებაშიც კი. ასეთი დიზაინის ფარდა იკერება სპეციალური ლენტით და აქვს შესაბამისი სამაგრები, სწორედ ამ სამაგრებისა და ლენტის დამსახურებაა ფარდის ასეთი დგომა.

ასეთ ფარდებს ხშირად კიდებენ სპეციალურ კარნიზებზე, რადგან ნაკეცებს აქვთ დიდი ზომა და სჭირდება უფრო მეტი სივრცე დღისა და ღამის ფარდას შორის, ვიდრე სტანდარტული ფარდების შემთხვევაში. რაც შეეხება ფარდის ზომას, ის აუცილებლად უნდა იყოს სამმაგი.

ამ სტილის შეკერვა ბოლო ხანებში გახდა განსაკუთრებით ცნობილი, რაც განაპირობა ფარდების ან ფარდის ელეგანტური და ლამაზი დგომა