ჩაეხუტე ♥

Image

ადამიანური ბედნიერების მწვერვალს მე პირადად სითბოში ვხედავ.
მაშინ როდესაც ცხოვრება უამრავ მიზეზს გაძლევს ცრემლებისთვის, ხვდები, რომ შენთვის თუნდაც ერთი ადამიანის ჩახუტება და იმის გაგონება რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ წამს ყველაზე ძვირფასია.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავდა და როცა რამე მიჭირდა აუცილებლად ვეხუტებოდი ვინმეს. აუცილებლად ვეხუტებოდი ვინმე ძალიან თბილს, და ურცხვად ვპარავდი სითბოსა და ბედნიერების სულ პაწაწინა ნაპერწკლებს. შემდეგ ეს პაწაწინა ნაპერწკლები ჩემს გულში გროვდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტად მაძლიერებდა.
მე ახლაც ვეხუტები ვინმე ძალიან თბილს.
მე ახლაც ვიპარავ სულ პაწაწინა ”ბედნიერებებს”
სხვანაირად უბრალოდ ძალიან რთულია.
სხვანაირად თითქმის შეუძლებელია.
და შენ, ჰოო სწორედ შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ..
ჩაეხუტე!
გადაეცი ემოცია.
გააჩუქე სითბო.
გაიღე ბედნიერება.

უბრალოდ ჩაეხუტე !

Image

Leave a comment