პოინტერი — მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლი. გამოყვანილია ინგლისში XVIII საუკუნეში ესპანური მეძებრისა და ინგლისური მელიის მადევრის — ფოქსჰაუნდის შეჯვარებით.
საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნუს ბოლოს. იგი გავრცელებიდან საკმაოდ პოპულარული ხდება. პოინტერის სიმაღლეა 55-70 სმ, აქვს და 20-34 კგ. წონა სწორკუთხა თავი, დაკიდებული ყურები, წკეპლისებრი კუდი. ფერად შავი, ჩალისფერი ან ყავისფერია, გულსა და კიდურების ბოლოებზე თეთრი ლაქები აქვს. არის თეთრი პოინტერიც, რომელსაც ჩალისფერი, შავი და ყავისფერი ლაქები და წინწკლები აყრია. პოინტერი სწრაფია, ახასიათებს მახვილი ყნოსვა და ქანდაკებისებრი ნაბული, რითაც მონადირეებს, ყველაზე მეტად აწონებს თავს. იყენებენ ჭაობის, ტყისა და ველის ფრინველზე სანადიროდ. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.