RSS

განთიადი

29 სექ

კიდევ წამი და ვკარგავ წონასწორობას. დაღლილ სხეულს ვეღარ იკავებს სული. ჯალათის თვალებში ვხედავ ჩემს უსუსურობას და ირგვლივ მაყურებელს, გასუსულს ახალი სცენის მოლოდინში. ბრბოდან ნელ–ნელა მოძუნძულებენ ძაღლები, ეშვებს ამზადებენ კარგი ნაჭრის ჩასაკბეჭად. გულში ზიზღი შიშისთვის არ ტოვებს ადგილს. ბრჭყალებით ვფხაჭნი სისხლიან მიწას, ჯოჯოხეთს ვეძებ, მჯერა ეშმაკს მოუნდება ჩემი დახმარება, მასსაც ეძულება ეს არსებები. კიდევ წამი და იყიდება ჩემი სხეული, იაფად რიგდება ერთგულ მაყურებლებში. და დგება დრო რიტუალის, როგორც წესია სევდით იმარხება ჩემი ნარჩენები. შავი ხის კუბო და სამგლოვიარო წირვა. მღვდელიც დაპატიჟეს ლოცვის წასაკითხად. და ისიც გზას მილოცავს, გზას ალბათ ღვთისკენ, მაგრამ მან რა იცოდა ჩემი ისტორია… კიდევ ხანი და ყველა დაბრუნდება თავთავის სახლში თითქოს არაფერი, მწუხრის დადგომისას გაუმაძღრობა უკან დააბრუნებთ. და აგერ ვიღაც ბარს აკაკუნებს ჩემი კუბოს კარზე. ჭიები მოძვრებიან ყოველი ხვრელიდან. აღარავარ მეტი, მორჩა. ახლა ახალი საზრდოს საძიებლად წავლენ… და სადღაც ღრმად სხეულში ისევ რაღაც ცოცხლობს, ეს რაღაც ისევ ჟანგბადს ისრუტავს ხარბად. ვერ იპოვეს, არ იციან, ალბათ ამის შეჭმა უბრალოდ აღარ ძალუძთ… და ვგრძნობ ხვალ დილას ჩემთვისაც იქნება განთიადი. კიდევ წამი და წამოდგომას ვცდილობ… შორიდან ხმა მესმის, ვიღაცა მოდის, სხვანაირი, თუმცა ჩემნაირი გრძნობით. ნაიარევ სახეზე უთამაშებს ღიმილი. კიდევ წამი და ბევრი რამ იცვლება, ვგრძნობ, რომ მასშიც ცოცხლობს ის რაღაც. და მორიგ განთიადს აღარ ვხვდები მარტო…

 

დატოვე კომენტარი

 
airskyesrainer.wordpress.com/

Life is balance of holding on and letting go ~ Rumi

Dead Sun Side

And only the Norther blows

Nancy's Blog

ბლოგი მელანქოლიის არომატით

holidayingeorgia

ВСЕ САМОЕ ИНТЕРЕСНОЕ О ГРУЗИИ

Wizard Of Oz

გოგონა, რომელიც წყალზე ისე დადის ნაკვალევს არ ტოვებს ©