სიახლეები

  • სად ტარდება GEM FEST 2019 ?

    ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2019 ლატვიაში, ქალაქ იურმალაში ჩატარდება. ინფორმაცია, ღონისძიების ჩატარების ადილისა და თარიღის შესახებ, ფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.



    ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ლაინაპისა და ფასების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

GEM FEST – დაიწყება 12 ივლისს , გაგრძელდება 3 დღე და დასრულდება 14 ივლისს.
ლატვიის დედაქალაქი რიგა 25 წუთის სავალზეა ფესტივალის ადგილიდან და მარტივად შეუძლია მსურველებს ადგილზე მოხვდნენ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან თვითმფრინავით, მატარებლით, გემით ან საკუთარი ავტომობილით.
უახლოესი აეროპორტებია რიგა, ვილნიუსი და ტალინი.


100-ზე მეტი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას 2019 წლის ფესტივალში. გარდა იმისა, რომ უწყვეტი მუსიკა იქნება და შეგიძლიათ ნახოთ ყველა შემსრულებელი ვიზეც კი გიოცნებიათ, ასევე გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ სხვადასხვა გასართობ-სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც დაგეგმილია ფესტივალის მსვლელობისას.

ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა , რომ GEM Fest იურმალაში 10 წლით გადავიდა.

იურმალა,ლატვია.
  • რატომ აღარ ტარდება ფესტივალი ანაკლიაში ?

GEM Fest-მა წელს ღონისძიების ჩატარებაზე უარი განაცხადა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფესტივალის იგნორირებაში დაადანაშაულა. ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ სამინისტროში ფესტივალის კერძო ტერიტორიაზე ჩატარებაზე ნებართვის თხოვნით წერილი ორჯერ გაგზავნეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

უფრო ადრე ეკონომიკის სამინისტრომ GEM Fest-ის ორგანიზატორებს უარი განუცხადა იმ მიწის ნაკვეთის იჯარაზე, რომელზეც ფესტივალი ტრადიციულად ტარდებოდა.


Gem Fest-ის დამფუძნებელის გიორგი სიგუამ ტაბულასთან განცხადება გააკეთა : “ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი ბიუჯეტმა 2017 წელს 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა, ერთთვიანი ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა. ამის გამო, GEM FEST-ის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება დაუგროვდა. დარღვევების სავარაუდო საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს”. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ “ჩემი პოზიცია იქნება, Gem Fest-ი არ დავაფინანსოთ”.