ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორი: “სასამართლოს გადაწყვეტილება  გაურკვეველი და ბუნდოვანია”

ხორავას ქუჩის ახალი პროკურორმა მარიკა გოგოხიამ, დღევანდელ სასამართლო სხდომის შედეგებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება  გაურკვეველი და ბუნდოვანია.

“მინდა გითხრათ საქმეში არსებობდა ის მტკიცებულებები, რომ მხოლოდ და მხოლოდ 2 ბრალდებული უშუალოდ იღებდა მკვლელობაში მონაწილეობას , რომლებსაც წარედგინათ შესაბამისი ბრალდება 109 მუხლით რაცაა გათვალისწინებული.  შესაბამისად ჩვენ გვქონდა უტყუარი ინფორმაცია რომელიც ადასტურებდა აღნიშნულ ბრალდებას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვნთვის გაურკვეველი და ბუნდოვანი მას შემდეგ, რაც სასამართლო ჩვენ მოგვაწოდებს განაჩენის სრულ ვერსიას მისი დასაბუთების შესაბამისად უკვე შემდგომში გახდება ცნობილი. იმ მტკიცებულებაზე თუ რა იმსჯელა მოსამართლემ , რომელი პოზიცია გაიზიარა და რომელი არ გაიზიარა, თუმცა მიუხედავად ამისა რაც არ უნდა ეწეროს სასამართლოს განაჩენში, ჩვენ გვაქვს ჩევნი პოზიცია, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდეს სწორედაც იმ ბრალდშერაცხული ქმედების ჩადენაში, რომლითაც ამ ორ არასრულწლოვანს ქონდა ბრალად წარდგენილი. შესაბამისად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.

მე პირდაპირ გიპასუხებთ რომ გამოძიებას არც ერთი პირის მხრიდან არანაირი სახის ზეწოლას ადგილი არ ქონიამ, რაც რიგ პირთა მხრიდან ცხადდებოდა სასამართლოს განხილის პროცესში . ჩვენ ბრალდების მხარე ვხელმძღვანელობთ მტკიცებულებებით,  რომლიც მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, შესაბამისაც მტკიცებულებები რომელიც არსებობდა  და რომელიც ფიზიკურად არსებობდა მტკიცებულებაშ, მიუთითებდა იმ ორი პირის ბრალეულობაზე. აღნიშნულ პირებს სასჯელი არ წარდენიათ ჯერ რადგან ისინი არიან არასრულწლოვნები”- განაცხადა საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ.

იტვირთბა....