ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარნოვის 8 ნომერში მიწის ჩანგრევის საფრთხე არსებობს

ბარნოვის 8 ნომერში მიწის ჩანგრევის საფრთხე არსებობს – ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ.

მათი თქმით,  უკვე 8 წელია, კორპუსის წინ მდებარე სახლი დაანგრიეს, რის შემდეგაც ამ ტერიტორიაზე გზა ნელ-ნელა ზიანდება.

როგორც ისინი ამბობენ, საძირკველის ორმოში მიწა დღითიდღე იწევს, რაც გარშემო მდებარე კორპუსების დაზიანებას იწვევს. საფრთხეს გამორიცხავენ ამხანაგობა ბარნოვი 2 -ის წევრები. მათი ინფორმაციით, ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობას 3 ყოფილი მოსახლე უშლის ხელს, რის გამოც სამუშაოები ფერხდება.

იტვირთბა....