16 საინტერესო ფაქტი რომის კოლიზეუმის შესახებ

106741-004-E0EE8460  1.რომის კოლიზეუმის მშენებლობა წამოიწყო ფლავიუსების დინასტიის დამაარსებელმა,იმპერატრომა ვესპასიანემ,72წელს.მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით 10 წელი.
2.კოლიზეუმი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ‘colosseus’ რაც ნიშნავს კოლოსალურს,უზარმაზარს.
2.ნაგებობის სიმაღლე 50 მეტრია, სიგრძე-189მ, სიგანე-156მ.
3.კოლიზეუმი იტევდა 80 000-მდე რომაელს.თამაშებზე დასწრება უფასო იყო.
4.შენობის მიწისქვეშა ნაწილში არსებობდა 2 საიდუმლო გვირაბი და ასევე თავმოყრილი იყო ცხოველთა 32 ბაკი.
5.თამაშებში მონაწილეობას იღებდა 20 სხვადასხვა ტიპის გლადიატორი.ასევე გარეული და ეგზოტიკური ცხოველები:ლომები,ვეფხვები,აფთრები,ჰიპოპოტამები,მარტორქები,ანტილოპები,დათვები და ზებრები.
6.კოლიზეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა და ცხოველთა ბრძოლები,თეატრალური სანახაობები,რელიგიური ცერემონიები და საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი.
7.არენა ისე იყო მოწყობილი, რომ იგი იხსნებოდა, მის ქვეშ საგანგებოდ დამონტაჟებული წყლის მილების სისტემით აქ წყალი შემოდიოდა და არენა დიდ აუზად იქცეოდა, რომელშიც საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი იმართებოდა.
8.არსებობს კოლიზეუმის აგების რამდენიმე მიზეზი :
1.კოლიზეუმი,როგორც საჩუქარი რომაელი მოქალაქეებისათვის,ზრდიდა ფლავიუსების დინასტიის პოპულარობას.
2.სხვადასხვა სახის გასართობი სანახაობის მთავარი მიზანი იყო დაუსაქმებელი,ურჩი პლებეების ყურადღების გადატანა.
3.სურდათ,რომ მოეხდინათ რომაული საინჟინრო ტექნიკის დემონსტრირება და ამით ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის რომის ძალა.
9.კოლიზეუმი იყოფა 4იარუსად.პირველ 3 სართულს ჰქონდა თაღოვანი შესასვლელი იონური,დორიული და კორინთული სვეტებით.
10.მარმარილოს ქვის ზუსტი რაოდენობა,რომელიც გამოყენებული იქნა კოლიზეუმის მშენებლობისას,შეფასებულია 100 000 კუბური მეტრით.
11.კოლიზეუმს გააჩნდა 76 შესასვლელი,რომელიც დანომრილი იყო,მაგრამ არსებობდა დამატებითი 4 დიდი შესასვლელი,რომელიც დანომრილთა რიცხვში არ შედიოდა.
12.თითოეულ ბილეთზე აღნიშნული იყო ადგილის ნომერი,რიგის ნომერი და შესასვლელის ნომერი.
13.გლადიატორთა გარდაცვალების შემდეგ,ისინი მიყვადათ სიკვდილის ჭიშკართან,სადაც ხდიდნენ ჯავშანს და გადასცემდნენ მათ მეპატრონეებს.
14. 42 იმპერატორი გახდა მოწმე არენაზე მიმდინარე საზარელი ხოცვა-ჟლეტისა.
15.არენაზე დაღუპული ადამიანების რიცხვი შეადგენს 700 000.ცხოველების –    1 000 000.
16.847 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად კოლიზეუმის სამხრეთი ნაწილი ჩამოიშალა.

Leave a comment