იაპონური ექო – მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსები

25.00

მისუძუ კანეკო დღეს იაპონიაში ყველაზე ცნობილი საბავშვო პოეტია. მისი ლექსები სასკოლო სახელმძღვანელოებშიც არის შეტანილი და მსოფლიოს 13 ენაზეა თარგმნილი. მან სულ 26 წელი იცოცხლა, მაგრამ დაგვიტოვა დიდი პოეტური მემკვიდრეობა – 512 ლექსი. ისინი არაერთხელ გამოიცა კრებულების, ალბომების, ილუსტრირებული წიგნების სახით;
ამერიკელმა მწერალმა დეივიდ იაკობსონმა შეიყვარა მისუძუს ლექსები და თანამოაზრეებთან – კანადელ პოეტთან, იაპონელ მხატვარსა და მთარგმნელთან ერთად შეადგინა კრებული “Are You and Echo?”   ამ ძვირფას ნახატებიან წიგნში თავმოყრილია მისუძუს ბიოგრაფია, შემოქმედება და ლექსებთან დაკავშირებული ისტორია. მისი იაპონურენოვანი ვერსია იაპონიაშიც არის გამოცემული.
მისუძუ არამარტო ადამიანებს, არამედ ყვავილებს, ბალახებს, ქვებსა და მიწასაც დიდი ყურადღებითა და კეთილი გულით უყურებს. მისთვის ძვირფასია ყველა და ყველაფერი, რაც არსებობს ამ პლანეტაზე, რასაც დედამიწა ჰქვია.
როგორც სეცუო იაძაკი, მისუძუს შემოქმედების მკვლევარი და პოპულარიზატორი აღნიშნავს:
“მეტად სასიხარულოა, რომ ეს წიგნი ახლა ქართულ ენაზეც ითარგმნა. მრგვალი და ლამაზი ქართული ასოები მისუძუს ხელნაწერს მაგონებს და ვფიქრობ, მის ლექსებს ძალიან მოუხდება. იმედია, საქართველოში პატარებსაც და დიდებსაც დააინტერესებთ ეს გამოცემა”;

ორენოვანი: ქართულ-იაპონური გამოცემა;
ლექსების ავტორი: მისუძუ კანეკო
ილუსტრატორი: ტოშიკადო ჰაჯირი
მთხრობელი: დეივიდ იაკობსონი
ქართული გამოცემის ხელმძღვანელი: მანანა კარტოზია
ლექსები თარგმნა: მარიამ წიკლაურმა
გამოცემის კონსულტანტი და რედაქტორი: იასუჰირო კოჯიმა
რედაქტორი: ელზა ნაბახტეველი
არტრედაქტორი: ბესიკ დანელია
ჩანახატები ეკუთვნის: ანა აბულაძეს
მისუძუ კანეკოს ბიოგრაფია ინგლისურიდან თარგმნა ლაზარე კურტანიძემ
პწკარედები ეკუთვნის მარიამ გახელაძეს
პროექტი განხორციელდა კულტურის სამინისტროსა და სსიპ “შემოქმედი საქართველოს” ხელშეწყობით

გამომცემლობა: “სეზან ფაბლიშინგი”
გამოცემის წელი: 2023

ასევე შესაძლოა მოგეწონოს...