„ალბათ, ბევრ თქვენგანს კარგად ემახსოვრება წლების წინ პოპულარული სერიალი “გოგონა გარეუბნიდან” და ისიც ეცოდინება, რომ ის ამერიკული კომედიური დრამის, Ugly Betty- ის ანალოგია. ქართულ სერიალში მთავარ როლს მსახიობი თინა მახარაძე ასრულებდა. სერიალი გარეუბანში მცხოვრები გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. თამუნა არის ჭკვიანი, მონდომებული და სურს მუშაობა დაიწყოს თავის საყვარელ ტელევიზია TV 11-ში. მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – მისი გარეგნობა, რომელიც ხელს არ უწყობს, რომ დაიწყოს სამსახური. ტელევიზიის მთავარი მმართველი, არჩილ წილოსანი, ტელევიზიას ახალ დირექტორს წარუდგენს, ნიკა გეგელიძეს, თუმცა ყველა ელოდებოდა, რომ დირექტორი ლალი ჩიქოვანი გახდებოდა. ლიზი ჩაჩუა არის ნიკა გეგელიძის შეყვარებული და მდივანი. მათი რომანის შესახებ არჩილ წილოსანი შეიტყობს და ლიზის დაითხოვს, ხოლო მის ადგილზე თამუნა ჭელიძეს აიყვანს და ის ნიკა გეგელიძის ახალი ასისტენტი ხდება. სწორედ თამუნა ჭელიძის როლი მოირგო თინა მახარაძემ და საზოგადოებისთვის განსაკუთრებით პოპულარულიც გახდა.
თინა მახარაძე დაიბადა 1987 წლის 15 აგვისტოს. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, კრეატიული განათლების განხრით. 2017 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში, ბარი ფაირშტეინის კინოსკოლაში სამწლიანი სარეჟისორო პროგრამის შესასწავლად. გარდა სერიალისა “გოგონა გარეუბნიდან”, ის თამაშობდა ისეთ პოპულარულ შოუში, როგორიცაა, “ჩემი ცოლის დაქალები”…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე