“საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა”– წერს ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა სოციალურ ქსელში.
“უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:PSP: 17 094 872 ლარი;
ავერსი: 14 402 425 ლარი;
გეფა – ჯიპისი ფარმადეპო: 20 349 336 ლარი;
მერმისი: 951 301 ლარი.
“საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შეასახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს”– წერს ჟურნალისტი.
პოსტს დიდი გამოხმაურებამოჰყვა კომენტარებში.
“აი,ასე.ლარიან წამალს 30 ლარად რომ ყიდიან ეს თაღლითები..”
“ისევ ჩვენგან ამოიღებენ, მაგათ არაფერიც არ ეშველებათ…”
“ძალიან კარგი! აფთიაქები ბანკებზე არანაკლებად წეწავენ ხალხს…”
“ბანკებთან ერდათ სააფთიაქო და საავადმყოფოები უნდა გაიწმინდოს, ეს ფარმაკოლოგიური და საავადმყოფოების წურბელა სისტემა უნდა დაინგრეს..”
“არიან ღირსები და მეტითაც უნდა ჯარიმდებოდნენ ! ჩემი თვალით ვნახე 9 ლარიანი მედიკამენტი 60 ლარად გაყიდეს…”
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ.