ჟურნალისტი შალვა რამიშვილი თავისი თანამშრომლის, ნათია ბერიძის პოსტს გამოეხმაურა. რამიშვილმა ბერიძე დაიცვა.
„ვერ გავიგე ეს ნათია ბერიძე კულტურის პოლიტიკას განსაზღვრავს? არ მოეწონა ეს სცენაზე ზასაობა კაცების და მერე რა? დაიხურა სპექტაკლი? გააგდეს მოზასავეები? თქვა აზრი (ჩემთვის ნაკლებად გასაზიარებელი) ამ გოგომ და ნუ შეეცით ვირის დედას! მე ასე არ დავწერდი. ბევრი ფილმი მაქვს ნანახი სადაც ჰომოსექსუალური კავშირების ამსახველი კადრებია. მიმაჩნია, რომ მთავარი ის კი არაა ეს კადრები ვინმე დილეტანტის გემოვნებასთან იყოს ახლოს – არამედ მხატვრული თვალსაზრისით რამდენად ღირებულადაა გაკეთებული. ნათიას თავად ზასაობის ფაქტი არ დაევასა. მე მგონი ჯერ სპექტაკლი უნდა ნახო და გაარკვიო უაზრო ეპატაჟისთვისაა ეს ჩასმული თუ ღირებული სცენაა. ნათიას აპრიორი არ დაევასა… მერე რა? ამიტომ აუტოდაფე უნდა მოვუწყოთ? მიიღეთ განსხვავებული აზრი ძალათ ლიბერალებო! “
შეგახსენებთ, ნათია ბერიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სპექტაკლ „დემონების“ ერთ-ერთი სცენის – თორნიკე გოგრიჭიანისა და კახა კინწურაშვილის კოცნის ეპიზოდის – მონაწილეები გააკრიტიკა.