კომპანია „ფაფანაკმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ორიგინალური საჩუქარი მოუმზადა. ქართული ეროვნული სამოსის ატელიემ მას ჩოხა შეუკერა.
„დამსახურებული საჩუქარი ხვიჩა კვარაცხელიას. მაღალი პროფესიონალიზმისთვის და კარგი ადამიანობისთვის მადლობას გიხდით „ფაფანაკის“ სახელით და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“ – წერს კომპანია.