ორსულობა და ვაქცინაცია - შეიძლება თუ არა აცრა ორსულობისას ან დაორსულებამდე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და ვაქცინაცია - შეიძლება თუ არა აცრა ორსულობისას ან დაორსულებამდე?

რაც განპირობებულია ორსულობის პერიოდში ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტით. ჯერჯერობით არ არის მტკიცებულებები კოვიდის ვერტიკალური გზით გადაცემისა, ანუ ნაყოფის დასნებოვნების შესაძლებლობა დედიდან. პლაცენტით ვირუსი არ გადაეცემა, თუმცა ვირუსის რნმ გამოვლენილი იქნა ჭიპლარის სისხლში, ამნიონურ სითხესა და საშოს გამონაყოფში.

კოვიდით დასნებოვნებულ ორსულებში უფრო მაღალია ნაადრევი მშობიარობის, სპონტანური აბორტის, დედისა და ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარების რისკი. კოვიდის მძიმე მიმდინარეობა შესაძლებელია აღინიშნოს თუ ორსულს აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, სიმსუქნე და სხვა).

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ორსულებს უკვე დიდი ხანია ცრიან. აშშ-ში ვაქცინირებულ ორსულთა რიცხვი 120 000- ზე მეტია. მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის (RCOG, didi britaneTi) განახლებული მონაცემებით:

· მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლებელია შეთავაზებული იქნას ორსულებისთვისაც;

· ორსულებმა შეიძლება განიხილონ თავიანთ მკურნალ ექიმთან ვაქცინაციის თეორიული რისკები და ნაყოფისათვის პოტენციური სარგებელი და მიიღონ ერთობლივად გადაწყვეტილება ინდივიუდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;

· ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ უნდა გადადონ ჩასახვის პროცესი ვაქცინაციის შემდეგ, რადგანაც არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გავლენას ახდენს ფერტილობაზე.

· აცრის გაკეთება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში, ისე, რომ არ იქნას შეწყვეტილი ძუძუთი კვება ვაქცინაციის შემდეგ.

დედისა და ნაყოფის მედიცინის საზოგადოების (SMFM) მონაცემებით, დედის ანტისხეულები როგორც გადატანილი დაავადების, ისე ვაქცინაციის შემდეგ გადაეცემა ნაყოფს, რაც უზრუნველყოფს ახალშობილის იმუნურ დაცვას.

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი (JCVI) ორსულებს ურჩევს, თანმხლები პათოლოგიების არარსებობისას (შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადება), აიცრან მშობიარობის შემდეგ, რადგანაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლომდე შესწავლილი არ არის.