სოდა თირკმელების სამკურნალოდ
- უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებას. მეცნიერებმა თირკმელების შორს წასული და ნებაზე მიშვებული ქრონიკული დაავადებებისა და მეტაბოლური აციდოზის მქონე 134 ადამიანი გამოიკვლიეს. საკვლევი პირები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს უტარდებოდა ჩვეულებრივი, ტრადიციული მკურნალობა, ხოლო მეორე ჯგუფს ასეთივე მკურნალობის პარალელურად ყოველდღიურად აძლევდნენ მცირეოდენ საჭმელ სოდას. სოდით ნამკურნალებ ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის გაუარესება გაცილებით ნელა მიმდინარეობდა. დაავადების სწრაფი პროგრესირება დაუდასტურდა ამ ჯგუფის წევრთა 9%-ს, მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფში ამ მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში ნატრიუმის ბიკარბონატის შემცველობის მატებას არტერიული წნევის აწევა არ გამოუწვევია. მკვლევრები ამბობენ, რომ სოდა იაფი და ეფექტური საშუალებაა, რომელიც ხელს შეუწყობს თირკმელების ქრონიკული დაავადებების მკურნალობას, მაგრამ იქვე გვაფრთხილებენ, რომ სოდის მიღება აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობით, რომელმაც ზუსტად უნდა გამოთვალოს მისი დოზა თითოეული ავადმყოფისთვის.
რატომ არის სახიფათო გულძმარვის დროს სოდიანი წყალი