ქალაზიონი - ქუთუთოების ანთებითი დაავადება, რომელიც ხშირად ჯიბლიბოში ეშლებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალაზიონი - ქუთუთოების ანთებითი დაავადება, რომელიც ხშირად ჯიბლიბოში ეშლებათ

ქალაზიონი (chalasion) ქუთუთოების ანთებითი დაავადებაა. ხშირად ის ჯიბლიბოში ერევათ, რადგან მათი დაწყებითი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, ზოგჯერ კი ჯიბლიბო თვითონვე შეიძლება იქცეს ქალაზიონის მიზეზად. თუმცა, ჯიბლიბოსგან განსხვავებით, ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება. იგი ქრონიკული პათოლოგიაა. ხალხში ქალაზიონს ხოშკაკალას უწოდებენ, რაც მისი შესახედაობით არის განპირობებული. ქალაზიონი არის ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძი, გამოწვეული ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით. ეს უმტკივნეულო, მრგვალი წარმონაქმნი წინ არის წამოწეული, მასზე კანი მოძრავია, ლორწოვანა კერის არეში ჰიპერემიულია.

- რა საფრთხეს შეიცავს ეს კვანძი?

- ასეთი კვანძი შეიძლება დიდხანს არ გაიწოვოს და მოახდინოს არასასურველი ზეწოლა თვალის კაკალზე, რაც, თავის მხრივ, სხვა დაავადებების, მაგალითად, ქრონიკული კონიუნქტივიტის პროვოცირებას გამოიწვევს.

- რა იწვევს თავად ქალაზიონს?

- ქალაზიონის გაჩენის მიზეზია ცხიმოვანი (მეიბომის) ჯირკვლის სადინართა დახშობა. სითხის დაგროვება იწვევს ანთებით პროცესს, რასაც კვანძის წარმოქმნა მოჰყვება. სადინარების დახშობის გავრცელებული მიზეზია მათი დაბინძურება, რაც პირადი ჰიგიენის დაუცველობის ბრალია. თუ ხშირად ეხებით თვალებს, განსაკუთრებით - დაუბანელი ხელებით, ცურავთ ბინძურ აუზსა თუ წყალსატევში, არ იცავთ კონტაქტური ლინზების მოხმარების წესებს, ამით ხელს უწყობთ ქალაზიონის განვითარებას.

ხშირად ქალაზიონი ჯიბლიბოსგანაც ვითარდება, თუ არ ჩატარდა მისი სათანადო მკურნალობა. არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებზეც უშუალოდ ზემოქმედება არ შეგვიძლია: ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებას უწევს გაძლიერებულ ცხიმგამოყოფას, კანის ბუნებრივი ცხიმიანობა, ჰორმონული ძვრები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი.

წაიკითხეთ სრულად