რატომ უნდა იყოს ხორცი რაციონში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა იყოს ხორცი რაციონში

თუმცა ადამიანთა უმრავლესობა ხორცის რაციონიდან ამოღებას არ ჩქარობს.

როგორი შეიძლება იყოს ხორცი

არსებობს ხორცის რამდენიმე კლასიფიკაცია. ყველაზე მარტივი და გავრცელებულია მისი დაყოფა წარმოშობის მიხედვით: ქათმის, საქონლის, ღორის და ა.შ.

მეცნიერები ხშირად მეორე კლასიფიკაციას იყენებენ, რომელიც მოიცავს როგორც ხორცის წარმომავლობას, ისე მის დამუშავების მეთოდს.

წითელი ხორცი მდიდარია მიოგლობინით. მას მიეკუთვნება საქონლის, ღორის, ცხვრის და სხვა სახეობები. თეთრ ხორცს უფრო ვარდისფერი ელფერი აქვს და ჩვეულებრივ ეს არის ფრინველის ხორცი: ქათამი, ინდაური, ბატი, მწყერი და ა.შ.

დამუშავებული ხორცი ეს ხორცის ყველა შესაძლო პროდუქტია - ძეხვი, სოსისი, ბეკონი, სალიამი, ლორი. ასეთი პროდუქტების დამზადებისას ჩვეულებრივ გამოიყენება სანელებლები და მარილი, ასევე გემოს გამაძლიერებლები და არომატიზატორები.

რითია სასრგებლო ხორცი

ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია. მაგალითად ნიგოზი, ცილის შემცველობით ხორცის ექვივალენტურია, მაგრამ მისი ათვისება უფრო რთულია.

გარდა ცილისა, ხორცი შეიცავს ფოსფორს, თუთიას, სელენს, რკინას, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს. ხორცის გარდა ცხოველური პროდუქტია რძე და კვერცხი, რომლებიც წარმოადგენს ვიტამინის В12 წყაროს. აღნიშნული ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნისათვის.

ხორცი ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი კომპონენტის- რკინის წყაროა. ჰემოგლობინი კი ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. რკინა ხორციდან გაცილებით უკეთ აითვისება, ვიდრე მცენარეული საკვებიდან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხორცის მიღება, შესაბამისად დიდი რაოდენობით ცილა გვეხმარება მადის დაკმაყოფილებაში, ხანგრძლივად გვანიჭებს სიმაძღრის შეგრძნებას, და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ხორცი და ცხოველური ცილა ასევე მნიშვნელოვანია კუნთური მასის შესანარჩუნებლად და ძვლების გასაძლიერებლად.

ხორცის რომელ პროდუქტი უნდა შევზღუდოთ და რატომ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს შევამციროთ წითელი ხორცის მოხმარება. ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რაციონში დიდი რაოდენობით წითელი ხორცი უკავშირდება ზოგიერთი ფორმის კიბოს, მაგალითად საჭმლის მომნელებელი სისტემის, წინამდებარე ჯირკვლის და თირკმელების სიმსივნის განვითარებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად მნიშვნელოვანი არა თავად ხორცი, არამედ მისი მომზადების ტექნოლოგია. შემწვარი ან გრილზე მომზადებული ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყლებს, რომლებიც წარმოადგენს კანცეროგენს.

გადამუშავებული ხორციც არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.

ვჭამოთ თუ არ ვაჭამოთ

მეცნიერების აზრით სრულად ხორცზე უარის თქმა არ შეიძლება და ის წარმოადგენს ჯანსაღი კვების ელემენტს. უმჯობესია მივიღოთ მოხარშული, ჩათუშული ან ღუმელში გამომცხვარი ხორცი. გრილი და ტაფა ხორცს უფრო მავნეს ხდის, ვიდრე ის სინამდვილეშია.

ორგანიზმისთვის სასარგებლოა არა მარტო ხორცი, არამედ სუბპროდუქტებიც. ისინიც შეიცავენ ბევრ ცილას, ხოლო В12 ვიტამინი მათში უფრო მეტადაა წარმოდგენილი.