მოცვი, მოცხარი და ჟოლო - ბუნების საჩუქარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოცვი, მოცხარი და ჟოლო - ბუნების საჩუქარი

მოცვი

tifblue-blueberry-5-650x-1637142166.jpg

მოცვი შიგნით ალისფერია. ასეთ ფერს მას აძლევს ნივთიერებათა კომპლექსი - მირტილინი, რომელსაც შესწევს უნარი, შეამციროს სისხლში შაქრის დონე, თუმცა უმნიშვნელოდ. თავად მოცვში შაქრის შემცველობა 9 პროცენტია, თუმცა იგი ტკბილი არ არის.

გარდა ამისა, მოცვი ხელს უწყობს როდოფსინის (თვალის სინათლის მგრძნობიარე პიგმენტის) რეგენერაციას, რის შედეგადაც იზრდება სინათლისადმი მგრძნობელობა და მხედველობის სიმახვილე სუსტი განათებისას. მოცვის ფერადი ნივთიერებები ბუნებრივი საღებავებია. მათ უფერული პროდუქტების შესაფერავად იყენებენ.

მოცვი მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავის აშლილობას ბავშვებში. კარგად დამწიფებული მოცვისგან მზადდება ძალიან გემრიელი კისელი.

მოცვი ვიტამინებით მდიდარი არ არის. მასში უმნიშვნელო ოდენობითაა C და PP ვიტამინები, ბეტა-კაროტინი კი საერთოდ არ მოიპოვება. შეიძლება მოცვის საზამთროდ შენახვა ისე, რომ სამკურნალო თვისებები არ დაეკარგოს. მას ატარებენ ან ხეხავენ, ურევენ შაქარს და ასე ინახავენ.

მოცხარი

currants-589963613df78caebc617e28-1637142353.jpg

მოცხარი C ვიტამინის უმდიდრესი წყაროა. 40-50 გრამი ეს კენკრა სავსებით აკმაყოფილებს C ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. მოცხარი სხვადასხვა ფერისაა - წითელი, შავი, თეთრი. წითელი მოცხარი ფორთოხალსა და ლიმონზე გაცილებით მეტ C ვიტამინს შეიცავს. ასევე მდიდარია იგი კაროტინით (A ვიტამინით). წითელი მოცხარი ნაკლებად ალერგიულია.

იგი უხვად შეიცავს პექტინს, რომელიც სასარგებლოა ნაწლავური დისბიოზის მქონე ბავშვებისთვის, ვინაიდან აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და სასარგებლო ბაქტერიების კარგი საკვები ნიადაგია. 100 გრამი შავი მოცხარიც 40 მგ C ვიტამინს შეიცავს, მაშინ როდესაც წითელში მისი შემცველობა არ აღემატება 25 მგ-ს. PP და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ყველა ჯიშის მოცხარში ერთნაირია. ასევე - კალციუმის მარაგიც.

რაც შეეხება ბეტა კაროტინს, რომელიც გაციებისა და ონკოლოგიური დაავადებებისგან გვიცავს, მისი შემცველობით წითელი მოცხარი ორჯერ სჯობნის შავს. წითელი და თეთრი მოცხარი შეგიძლიათ გაყინოთ და საზამთროდ ასე შეინახოთ. მინუს ჩვიდმეტ გრადუსზე ის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს მთელი ზამთარი ინარჩუნებს.

ჟოლო

jolo-1637142465.jpg

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაციებას ძალიან უხდება ჟოლოსმურაბიანი ჩაი. მას აქვს ოფლმდენი და შარდმდენი ეფექტი, წმენდს დაავადებულ ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამცირებს ცხელებას. გარდა ამისა, ჟოლო შეიცავს მიკრობებზე მომაკვდინებლად მოქმედ ნივთიერებას და სალიცილის მჟავას, რომელიც მოქმედებს ასპირინის მსგავსად. ჟოლო არსებობს წითელი, მუქი წითელი, ყვითელი, თითქმის თეთრი და მოიასამნისფრო.

რაც უფრო მუქია ეს კენკრა, მით მეტია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს. სამაგიეროდ, ბაცი ჟოლო ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო უფრო სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ცოცხალი ჟოლო ჟოლოს მურაბაზე სასარგებლოა, ამიტომ უმჯობესია დავშაქროთ და საზამთროდ ასე შევინახოთ. ჟოლოს სამკურნალო თვისებებს აძლიერებს C, P, B9 ვიტამინების შემცველობა.