კვების რაციონიდან ხორცის ამოღება, დიაბეტის განვითარების რისკსა და სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების რაციონიდან ხორცის ამოღება, დიაბეტის განვითარების რისკსა და სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს ამცირებს

ანთება

გემრიელ შემწვარ და მოხარშულ ხორცზე უარის თქმა რთულია, თუმცა გრძელვადიან პერსპერქტივაში მას ჩვენი ორგანიზმისთვის უამრავი ზიანის მოტანაც შეუძლია.

კვლევები აჩვენებს, რომ დამუშავებული და წითელი ხორცი ნაჯერი ცხიმებით არის მდიდარი, რაც ანთებითი პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ჰოთ-დოგი, ბეკონი, ღორის, ძროხის და ცხვრის ხორცი - ზომიერად უნდა მივირთვათ, რადგან ისინი მრავალი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის კიბოსიც. ხორცზე უარის თქმა, ნიშნავს ორგანიზმში ანთების შემცირებასა და ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკას.

კუჭ-ნაწლავი

კვლევები აჩვენებს, რომ დამუშავებული საკვები ნაწლავებზე ნეგატიურად ზემოქმედებს. მცენარეული დიეტა ჯანმრთელ კუჭ-ნაწლავს უდრის. ამასთან, მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტები ნაწლავებში ჯანსაღი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ბოჭკოვანით მდიდარი კვების რაციონი შეგინარჩუნეთ ჯანსაღ საჭმლის მომნელებელ სისტემას და შესაბამისად, ანთებითი დაავადებების განვითარების რისკიც ნაკლებად გექნებათ.

ენერგიის ნაკლებობა

როდესაც რაციონიდან ხორცს ამოიღებთ, შესაძლოა, დაღლილობა და სისუსტე იგრძნოთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ორგანიზმი ცილისა და რკინის ნაკლებობას განიცდის. მაგალითად, სხეული ხორციდან ყველაზე მეტ რკინას შთანთქავს, ვიდრე სხვა საკვები პროდუქტებიდან. შემცვლელად შეგიძლიათ მიირთვათ ისპანახი, მარცვლეული, პური და მაკარონი. რაც შეეხება პროტეინს, საჭირო რაოდენობის ცილის ათვისებაში, კვერცხი, ლობიო, ბარდა, ოსპი, თხილი და სოიოს პროდუქტები დაგეხმარებათ.

ხშირი შარდვა

როდესაც მცირე რაოდენობით ხორცს მიირთმევთ, კვების რაციონის გამდიდრება ბოჭკოვანი და მარცვლეული პროდუქტებით გიწევთ. ეს კი

შარდვის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ უჯრედისით მდიდარი საკვები კუჭ-ნაწლავის მოქმედებას უწყობს ხელს.

დიაბეტი

კვების რაციონიდან ხორცის ამოღება, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. მკვლევარების თქმით, წითელი და დამუშავებული ხორცი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დღეში ნახევარი პორცია წითელი ხორცის მირთმევა, დიაბეტის განვითარების რისკს 48%-ით ზრდის .

ქოლესტერინის დონე

ხორცზე უარის თქმა ნიშნავს, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე შემცირდება. კვების რაციონიდან ნაჯერი ცხიმებით მდიდარ პროდუქტების ამოღება, სისხლში „ცუდი ქოლესტერინის“ დონეს ამცირებს. ექსპერტების რეკომენდაციით, ნაჯერი ცხიმები დღიური კალორიების მხოლოდ 10%-ს უნდა შეადგენდეს. ქოლესტერინის დონეზე ნაკლებად აისახება მჭლე და კანგაცლილი ხორცი.

ვიტამინების ნაკლებობა

ხორცით შეზღუდული კვება ხშირად საჭირო ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს იწვევს. მაგალითად, შესაძლებელია ხორცზე უარის თქმამ, ვიტამინ B12-ის დეფიციტი გამოიწვიოს. ის მხოლოდ ცხოვეულური წარმოშობის პროდუქტებშია. ამასთან, ორგანიზმში შესაძლოა, A, B დ D ვიტამინების ნაკლებობაც განვითარდეს. ასეთ დროს თქვენ საკვები დანამატების მიღება დაგჭირდებათ, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

წონაში კლება

15 სხვადასხვა კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ ვეგეტარიანული დიეტა წონის კლებას უწყობს ხელს. მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით კვება, დაახლოებით, 10 ფუტის დაკლებაში დაგეხმარებათ.